„დედა და ილია“ SMH Sports-ის მხარდაჭერით განხორციელებული პროექტია, რომლის მთავარი სპონსორია aPeople. სპონსორები: Gzavnili.com, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი (SEU). მხარდამჭერები: La Gazzetta Dello Sport Georgia, VELI.store და ბიბლუსი.
„დედა და ილია“ – UFC-ის ქართველი ჩემპიონის, ილია თოფურიას ოჯახისა და დედის, ინგა ბენდელიანი-თოფურიას ცხოვრების შესახებ გამოცემული წიგნის ოფიციალური წარდგენა და პრეზენტაცია თბილისში გაიმართა.

12 ოქტომბერს, მთავარი სპონსორის სათავო ოფისში, aPeople-ში, ბიოგრაფიული წიგნი წარადგინეს ავტორმა – გიორგი კეკელიძემ, ილია თოფურიას დედამ – ინგა ბენდელიანი-თოფურიამ და SMH Sports-ის დამფუძნებელმა, ლაშა მაჭავარიანმა. ღონისძიებას ილია თოფურიას ოჯახის წევრები, პროექტის პარტნიორები და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ.
წიგნის ოფიციალური პრეზენტაცია და მკითხველთან შეხვედრა, 13 ოქტომბერს, ბიბლუსის ბუქკაფეში გაიმართა. მკითხველს საშუალება ჰქონდა შეხვედროდა წიგნის მთავარ გმირს, ინგა ბენდელიან-თოფურიასა და წიგნის ავტორს, გიორგი კეკელიძეს.

სოხუმი – ჭუბერი – რუსთავი – ჰალე – რუსთავი – ალიკანტე – კალიფორნია – რთული გზისა და გამარჯვებამდე მისული ბრძოლის ამბავს, მკითხველი წიგნიდან “დედა და ილია” გაეცნობა. მისი შეძენა საქართველოში “ბიბლუსის” მაღაზიათა ქსელში, ან ონლაინ, veli.store-ზე შეგიძლიათ.
წიგნში მოთხრობილია ილია თოფურიას დედის, ინგა ბენდელიანი-თოფურიას, დაუჯერებელი ცხოვრების ისტორია, რომელიც აფხაზეთიდან იწყება და ილიას ისტორიული გამარჯვებით გვირგვინდება.
“დედა და ილია” 3 ენაზე იქნება ხელმისაწვდომი, წიგნი მომავალში ინგლისურ და ესპანურ ენებზე გამოიცემა.
ბიოგრაფიული ლიტერატურის დაწერის იდეა მაშინ გაჩნდა, როცა ჩემპიონი ილია თოფურია სამშობლოში მშობლებთან ერთად დაბრუნდა. ინგა ბენდელიანი-თოფურიას ისტორიის მთხრობელი გიორგი კეკელიძე გახდა, პროექტის მხარდამჭერი კი – SMH Sports-ი.

პროექტის წარმდგენია – SMH Sports–ი.
SMH Sports–ის მხარდაჭერით, აქამდე გამოიცა გიორგი კეკელიძის წიგნი ”ხვიჩა – ვარსკვლავი, სახელად ვარსკვლავი“. ქართველი სპორტსმენების შესახებ წიგნების გამოცემა მომავალშიც გაგრძელდება, რათა სახელოვანი ქართველების ისტორიული გამარჯვება და წარმატებამდე გზა გაიცნოს, როგორც ადგილობრივმა მკითხველმა, ასევე ხელმისაწვდომი იყოს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.
SMH Sports–ი არის საქართველოში დაფუძნებული გლობალური კომპანია, რომელიც მსოფლიო მასშტაბით წარმატებით ოპერირებს მედიის, სპორტისა და iGaming-ის მიმართულებით.
SMH Sports–ი ექსკლუზიურად თანამშრომლობს მსოფლიო სპორტულ ბრენდებთან, როგორებიცაა: La Gazzetta dello Sport, Esports Insider, Setanta Sports, SBC Gaming, Kinkladze Global და სხვა.
SMH Sports–ი უწევს სპორტულ მარკეტინგულ და საკონსულტაციო მომსახურებას მსოფლიო დონის სპორტსმენებს, სპორტულ კლუბებსა, თუ ფედერაციებს.
SMH Sports–ი ქართული სპორტის აქტიური მხარდამჭერია.
Lasha Machavariani
Ilia Topuria
Inga Bendeliani-Topuria
Giorgi Kekelidze
[R]









