სათამაშოების მწარმოებელმა კომპანია Hot Wheels-მა დედასთან ერთად მანქანებით თამაში წარმოუდგენელ, თავგადასავლებით სავსე რბოლად აქცია. ახალი გამოწვევები და რთული დაბრკოლებები წარმოსახვის უნარის, სხარტი აზროვნების განვითარებისა და წარმატების მიღწევის საუკეთესო საშუალებებია. სწორედ ამ გზავნილს ავრცელებს Hot Wheels თავის ახალი სარეკლამო ვიდეორგოლში, რომლის მომზადებაზეც ბრენდთან ერთად სააგენტო BBDO-მ იმუშავა. ამ უკანასკნელმა, როგორც ყოველთვის, მაყურებელს ძალიან საინტერესო სანახაობა შესთავაზა.














