in

სმენადაქვეითებული ბავშვებისთვის სპეციალური დედაენა შეიქმნება

სმენის საერთაშორისო კვირეულთან დაკავშირებით, საქველმოქმედო ფონდ „აი იას“ მიერ გამართულ შეხვედრაზე სმენდაქვეითებული ბავშვების პრობლემებსა და გამოწვევებზე ისაუბრეს.

ქართველმა და უცხოელმა სპეციალისტებმა საქართველოში სმენის არმქონე და სმენადაქვეითებული ბავშვების ადრეული რეაბილიტაცია/აბილიტაციის სახელმწიფო სახელმძღვანელოს შემუშავებაზე იმსჯელეს. კერძოდ, იგეგმება სმენადაქვეითებული ბავშვებისთვის სპეციალური დედაენის შექმნა.

პროექტში ფონდთან ერთად ჩართულები არიან: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და შპს „კინდ-სმენა“.

წყარო: imedinews

სოციალური პასუხისმგებლობა როგორც ორგანიზაციის განუყოფელი ნაწილი – “პროკრედიტ ბანკი”

თხილის მოსავლის გადარჩენის მასშტაბური პროექტი დაიწყო