in , ,

დედამიწის საათი – 29 მარტი

წელს საქართველო მეექვსედ აღნიშნავსდედამიწის საათს”. ამ დღის მასობრივი კამპანიები აერთიანებს სამოქალაქო საზოგადოებას, ბიზნეს-სექტორს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, სამთავრობო უწყებებს, სტუდენტებსა და მოქალაქეებს. „დედამიწის საათი“ წელს 29 მარტს, 20:30–21:30 საათზე აღინიშნება.

eathhour

სასატუმრო შერატონ მეტეხი პალასი უკვე მეექვსე წელია რაც ამ ინიციატივას შეუერთდა, 2010 წლიდან მედიაჰოლდინგი Georgia Today Group -ი გახდა მწვანე აქციის მედია პარტნიორი, ხოლო კომპანია “ახალი ნათება“ 2012 წლიდან ინიციატივის ოქროს სპონსორია, წელს კი კომპანია გენერალურ სპონსორად არის წარმოდგენილი. ძალიან სასიხარულოა გაცნობოთ, რომ კომპანია ფრესკო წელს პირველად შემოუერთდა „მწვანე კორპორაციას“ როგორც ოქროს სპონსორი. ნავთობკომპანია გალფი და კომპანია ბილაინი უკვე მეორე წელია, რაც ამ აქციის ვერცხლის სპონსორები არიან. ჩვენ მოხარულები ვართ რომ უფრო მეტი კომპანია და ინდივიდუალური ადამიანი ინტერესდება და უერთდება ამ დღეს.

ამა წლის 29 მარტს სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასში იგეგმება წინა წლებისაგან განსხვავებული ღონისძიება. საღამოს მრავალი მოწვეული სტუმარი და მედიის წარმომადგენელი დაესწრება, რომელთა შორის მომავალი წლის პოტენციური მხარდამჭერებიც იქნებიან.

სასტუმროს სტუმრები, საერთაშორისო ორგანიზაცების,  გარემოს დაცვისა და მედიის წარმომადგენლები ელექტრონული ფოსტით არიან მოწვეულნი მწვანე კოქტეილზე სადაც მრავალი საინტერესო ნომერი ელით მათ. სღამოს გააფორმებს მუსიკალური კვარტეტი, ჯგუფი K2,  მოძრაობის თეატრი და განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოვებული ადამიანი ზურა ბალანჩივაძე. საღამოს სტუმრებს ექნებათ საშუალება დააგემოვნონ სასტუმროს მიერ მომზადებული მწვანე კოქტეილები და ელექტრო ენერგიის გარეშე მომზადებული კანაპეები.

დაგეგმილი ღონისძიების დღეს, სასტუმროს დეკოტაციაში მწვანე ფერი ჭარბობს, ფოიე გაწყობილი იქნება უამრავი სანთლითა და მწვანე დეტალით. ოფიციალური სიტყვის წარმოთქმის შემდეგ სტუმრები დათვლიან 10 დან 0 მდე და ზუსტად 8:30 ზე ჩააქრობენ სინათლეს, ასე დაიწყება დედამიწისათვის განკუთვნილი ერთი ლამაზი საათი.

სასტუმროთა ქსელი სტარვუდი –  „დედამიწის საათის“ დიდი მხარდამჭერია რომელიც მეექვსედ მართავს ამ ღონისძიებას მისი 9 ქსელის სასტუმროებში, რომელიც მსოფლიოს 100 ზე მეტ ქვეყანში 1200 სასტუმროთი არის წარმოდგენილი.

როგორც დაგპირდით, 2014 წლის აქციამ უფრო მაშტაბური ხასიათი მიიღო რადგან მრავალი ახალი კომპანია შეუერთდა ამ ინიციატივას. ჩვენ დიდი მადლობა გვინდა გადავუხადოთ ყოველ მათგანს მათ მიერ გაწეული თანადგომისთვის: მედიაჰოლდინგ Georgia Today Group-ს , კომპანია “ახალი ნათება“-ს, კომპანია ფრესკოს,ნავთობკომპანია გალფს, კომპანია ბილაინს. ასევე ღვინისმწარმოებელი კომპანია Teliani Valley-ს, უძველესი ბრენდის მწარმოებელ კომპანია სარაჯიშვილს, კომპანია ნატახტარს, კომპანია ნაბეღლავს და  კომპანია გაგრა პლიუსს.

თქვენც მიიღეთ მონაწილეობა ამ გლობალურ ინიციატივაში და 29 მარტს, 20:30 საათიდან 21:30 საათამდე გამორთეთ ელექტროგანათება

„თბილისელების უმრავლესობას ჯერ კიდევ ურჩევნია ყავა კაფეში ან სახლში მეგობრების წრეში მიირთვას„

მეტი მოგზაურობა და მეტი სექსი! გააკეთე ეს დანიისთვის!