in

დედამიწის ბირთვიდან რაღაც ჟონავს — კვლევა

როგორც მეცნიერები გვეუბნებიან, ჰელიუმის იზოტოპის რეკორდული კონცენტრაცია, რომელიც 62 მილიონი წლის არქტიკულ კლდეებში იპოვეს, ყველაზე მიმზიდველი სამხილია იმისა, რომ ჩვენი პლანეტის ბირთვი ნელ-ნელა ჟონავს. ამას ემატება უძველესი ლავის ნაკადების ანალიზებიც და გეოქიმიკოსების გუნდი დარწმუნებულია იმაში, რომ ეს რაღაც ჰელიუმია, რომელიც პლანეტის ფორმირებისას მის ბირთვში მოექცა, ახლა კი ზედაპირისკენ იკვლევს გზას… 

M2
M2

თუმცა ჰელიუმი ის ელემენტი არ არის, რომელიც „მეგობრებს მარტივად იძენს“. იმდენად მსუბუქი და არარეაქტიულია, რომ ძალიან ცოტა რამ არსებობს, რასაც შეუძლია მისი შეჩერება, რათა ატმოსფეროში ან კოსმოსში არ გავრცელდეს. სწორედ ამიტომ არის იგი ასეთი იშვიათი პლანეტის ზედაპირზე. ამგვარად, ის თუ რამდენი ელემენტი დარჩება ჩვენს ფეხქვეშ, ჯერ კიდევ დიდი გამოცანაა გეოლოგებისთვის.

4.6 მილიარდი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც დედამიწა ლავას აფრქვევს, შესაბამისად, მას ჰელიუმის დიდი ნაწილი უკვე უნდა გამოეყო კიდეც. ამგვარად, ვულკანურ მთებში ნაპოვნი გაზის ნებისმიერი კვალი მანტიიდან უნდა იყოს, რომელსაც ჯერ კიდევ აქვს ჰელიუმი. კანადის ბაფინის კუნძულის ბაზალტის ლავები კი შეიცავს მსოფლიოში ჰელიუმ-3-ის ყველაზე მაღალ თანაფარდობას მძიმე იზოტოპ ჰელიუმ-4-თან. ხოლო გეოლოგებისთვის ეს ნაზავი იმაზე მიუთითებს, რომ გაზის არსებობა ატმოსფეროს დაბინძურების შედეგი კი არა, უფრო სიღრმისეული, ძველი წარმოშობის ნიშანია. 

რამდენიმე წლის წინ გეოქიმიკოსმა ფორესტ ჰორტონმა ბაფინის ლავიდან აღებულ ნიმუშებში აღმოაჩინა, რომ ჰელიუმის იზოტოპის თანაფარდობა 50-ჯერ აღემატება ატმოსფერულ დონეს, რაც მანტიისთვის საკმაოდ დიდი მაჩვენებელია. მსგავს უჩვეულო კონცენტრაციას ისლანდიის ლავებშიც მიაგნეს… ამიტომ, ჰორტონსა და მის გუნდს დააინტერესა, მიიღო თუ არა ორივე ცხელმა წერტილმა ჰელიუმი მანტიის უძველესი რეზერვიდან…

როგორც აღმოჩნდა, ისინი მართლებიც იყვნენ — მკვლევრებმა ბაფინსა და მიმდებარე კუნძულებზე ჰელიუმ-3-ისა და ჰელიუმ-4-ის ყველაზე მაღალი თანაფარდობა აღმოაჩინეს მათ შორის, რაც აქამდე ვულკანურ ადგილებში უნახავთ, ეს 70-ჯერ მაღალი იყო ატმოსფეროს მაჩვენებლებზე… თუმცა იმის გამო, რომ დედამიწის ბირთვი მეცნიერებისთვის მიუწვდომელი ობიექტია, მისი შესწავლის ერთადერთ საშუალებად ფრთხილად მოსმენა გვრჩება იმისა, რასაც ჩვენი პლანეტა მისი ქერქის ქვეშ ამბობს. 

დაბოლოს, თუ ის ჟონავს, გამოდის, მეცნიერებს კიდევ ერთი გზა ექნებათ არსებული პროცესების შესასწავლად, იმის გასაგებადაც, რატომ ჩამოყალიბდა ჩვენი პლანეტა მტვრისა და აირებისგან… 

როგორ გაგრძელდა Rick And Morty-სა და ქართველი ილუსტრატორების თანამშრომლობა

როგორ ჟღერდა უძველესი ენები?