in

დედამიწის ბირთვს უძველესი ოკეანის ფსკერი აკრავს გარს — კვლევა

მეცნიერებმა დედამიწის სამხრეთ ნახევარსფეროს ქვეშ არსებული გეოლოგიის რუკა შეადგინეს და ამ პროცესში გამოავლინეს უძველესი ოკეანის ფსკერი, რომელიც შესაძლოა, პლანეტის ბირთვს ეკვროდეს გარსს. როგორც გაირკვა, ეს თხელი ფენა ზედაპირიდან დაახლოებით 2900 კილომეტრის სიღრმეზეა — იქ, სადაც გამდნარი, ლითონის გარე ბირთვი მდებარეობს, ზემოდან კი კლდოვანი მანტიითაა შემოსაზღვრული.

M2
M2

„მსგავსი კვლევების მეშვეობით, ჩვენი პლანეტის წიაღის სტრუქტურის უმაღლესი რეზოლუციის ვიზუალიზაციის შესაძლებლობა გვაქვს. ასეთ დროს ვიგებთ, რომ ეს სტრუქტურა იმაზე რთული აგებულებისაა, ვიდრე აქამდე ვფიქრობდით“, — ამბობს ალაბამის უნივერსიტეტის გეოლოგი სამანტა ჰანსენი.

სამი წლის განმავლობაში მომხდარ მიწისძვრათა სეისმური ტალღების რუკაზე დასატანად, ჰანსენი და მისი კოლეგები ანტარქტიდის ყინულში ჩაფლულ 15 სამეთვალყურეო სადგურს იყენებდნენ. აქ შეგროვებული ათასობით სეისმური ჩანაწერის ანალიზის საფუძველზე კი მატერიის თხელ, ანომალიურ ზონებს მიაკვლიეს. ამასთან, ზოგიერთ უბანში მატერიის სისქე რამდენიმე ათეულ კილომეტრსაც კი აღწევს, ბირთვში მთების არსებობაზეც მიუთითებს.

მკვლევრების აზრით, ეს ზონები მილიონობით წლის განმავლობაში „ჩამარხული“ ოკეანის ქერქია. უბრალოდ, სეისმურ მოძრაობებზე დაყრდნობით ზუსტი დასკვნების გამოტანა რთულია, თუმცა ოკეანის ფსკერის ჰიპოთეზა ამ ეტაპისთვის ყველაზე რელევანტურად მიაჩნიათ. ამავდროულად, ერთ-ერთი ვარაუდის მიხედვით, ოკეანის ეს უძველესი ფსკერი დედამიწის მთლიან ბირთვს აკრავს.

წყვილები საქორწინო ფიცის დასაწერად ChatGPT-ის იყენებენ!

ლანა ღვინჯილია – რა შეიძლება გააკეთო, როცა უკრაინაში ომი მოსაგებია