in

ივლისი დედამიწის ყველაზე ცხელ თვედ დასახელდა!

გაუსაძლისად რომ ცხელა, ამას უკვე European Union-ის კლიმატის ობსერვატორიაც ადასტურებს და ივლისს დედამიწაზე ყველაზე ცხელ თვედ ასახელებს. ამას კი ძალიან ცუდ შედეგებამდე მივყავართ, სითბური ტალღები, ხანძრები, ტემპერატურის რეკორდული მაჩვენებელი, რომელიც ბოლო 120 000 წლის მანძილზე ყველაზე მაღალია!

M2
M2

დადასტურდა, რომ 2023 წლის ივლისის გლობალური საშუალო ტემპერატურა ყველაზე მაღალია, ის 1.5 გრადუსით აღემატება 1850-1900-იან წლებში დაფიქსირებულ მაჩვენებლებს, — აცხადებს სამანტა ბურჯესი, EU-ს Copernicus Climate Change Service-ის ხელმძღვანელი. 

ოკეანეებმაც ახალი ტემპერატურული რეკორდი დაამყარა, რამაც წინ წამოწია კლიმატის, საზღვაო ცხოვრებისა თუ სანაპირო ქალაქებში ცხოვრების პრობლემები. 30 ივლისისთვის ოკეანის ტემპერატურა 20.96 გრადუსამდე გაიზარდა. 

ივლისში ჩვენ ჰაერისა და ოკეანის ზედაპირის გლობალური ტემპერატურების რეკორდის მომსწრენი გავხდით. ამ მონაცემებს ძალიან ცუდი შედეგები აქვს როგორც ადამიანებზე, ისე პლანეტაზე, რომელსაც კიდევ უფრო ხშირ და ინტენსიურ ექსტრემალურ შემთხვევებთან უწევს გამკლავება, — განმარტავს ბურჯესი.

ექსტრემალურ ამინდის პირობებს უკვე ყველგან ვხვდებით, დაწყებული საბერძნეთის ხანძრებიდან, დამთავრებული ჩინეთის საშინელი წვიმებით…თუმცა ეს მეცნიერებისთვის ახალი ამბავი არ არის და ისინი დიდი ხანია, ამაზე გვაფრთხილებენ… შედეგად, კლიმატური ცვლილება სახეზეა და ჩვენ უკვე გლობალური დათბობის კი არა, როგორც ექსპერტი კრის ჰევიტი ამბობს, გლობალური ხარშვის ეპოქაში შევაბიჯეთ…

ავტობიოგრაფიული და დოკუმენტური წიგნები, რომლებიც უნდა წაიკითხოთ

როგორი არ უნდა იყოს რებრენდინგი – Twitter-ის მაგალითი