in

დედამიწის შიდა ბირთვმა ბრუნვა შეანელა!

ძალიან ცოტა ჩვენგანს თუ უფიქრია დედამიწის შიგნით არსებულ პროცესებზე მანამ, სანამ მოულოდნელმა მოძრაობებმა, მიწისძვრებმა თუ ვულკანების ამოფრქვევამ არ გააღვიძა ეს აზრი ჩვენში. თუმცა ამ პროცესს უკვე დიდი ხანია, გეოლოგები აკვირდებიან და ახლა ამბობენ, რომ დედამიწის მყარი შიდა რკინის ბირთვი შენელდა! მაგრამ, სანამ პანიკაში ჩავარდებით ან მოძებნით ფილმს, რომელშიც ეს რეალობაა ასახული, გეტყვით, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, თანაც, არც უახლეს ისტორიაში…

M2
M2

ჩვენი გასაოცარი დაკვირვებები, ამტკიცებს, რომ შიდა ბირთვმა ბოლო ათწლეულის განმავლობაში თითქმის შეწყვიტა ბრუნვა, — ამბობენ გეოფიზიკოსები.

საინტერესოა ისიც, რომ დედამიწის შიდა ბირთვის ბრუნვის შესახებ კაცობრიობამ 1996 წელს გაიგო, მანამდე კი იდეა, რომ დედამიწის შიდა ბირთვი დანარჩენი პლანეტებისგან განცალკევებულად ბრუნავს, მხოლოდ დაუმტკიცებელი თეორია იყო. ამ ამბის გაგების შემდეგ, მეცნიერები დედამიწიდან ცდილობენ, გაიგონ, რამდენად სწრაფად ან ნელა ბრუნავს შიდა ბირთვი.

თავდაპირველად ვარაუდობდნენ, რომ იგი სრულ ბრუნს 400 წელში ერთხელ ასრულებდა, თუმცა აქვე წამოიჭრა თეორია, რომ მას ამისთვის 1000 წელზე მეტი სჭირდებოდა. ამგვარად, მისი ბრუნვის სიჩქარეზე დებატები დღემდე გრძელდება… 

ახალ კვლევაში კი მეცნიერებმა იეი იანგმა და შაუდონ სონმა ხელახლა გადახედეს 1996 წელს მიღებულ მონაცემებს და შეადარეს უახლეს ნიმუშებს, რის შედეგადაც დაადგინეს, რომ შიდა ბირთვის სიჩქარე შემცირდა — 2009 წლიდან ნიშნულები, რომლებიც ადრე მნიშვნელოვან ცვლილებებზე მიგვითითებდა, ახლა თითქმის აღარც შეიმჩნეოდა…

ეს გლობალურად თანმიმდევრული ნიმუში მიგვითითებს, რომ შიდა ბირთვმა ბრუნვა სულ ახლახან შეაჩერა, — აცხადებენ მკვლევრები.

იმასაც ვარაუდობენ, რომ შიდა ბირთვის ეს ბოლო გაჩერება ბრუნვის ცვლილებასთან არის დაკავშირებული… გამოთვლებზე დაფუძნებით, ელექტრომაგნიტური და გრავიტაციული ძალების მცირე დისბალანსი საკმარისი იქნება იმისათვის, რომ შეანელოს და შემდეგ შეცვალოს შიდა ბირთვის ბრუნვა. 

თუმცა ეს ყველაფერი არ არის, მეცნიერები უცნაურ დამთხვევაზე საუბრობენ, რომ ეს 7 ათწლეულის ცვლილება ემთხვევა იმ პერიოდულ ცვლილებებს, რომლებიც დედამიწაზე შეინიშნება. კერძოდ, დღის ხანგრძლივობასა და მაგნიტურ ველში, რომელთა პერიოდულობა 6-7 ათწლეულს მოიცავს. ამასთან, კლიმატის, ტემპერატურისა და ზღვის დონის ცვლილებების პერიოდულობაც მსგავსია. 

იანგისა და სონისთვის კი ეს ბრუნვის შენელება, რომელსაც 60-70-წლიანი პერიოდულობა ახასიათებს, დედამიწის განსხვავებულ შრეებში არსებულ რეზონანსულ სისტემაზე მიუთითებს. კონკრეტული კვლევა კი დაგვეხმარება, უკეთ გავიგოთ, როგორ მოქმედებს დედამიწის თხელ ზედაპირზე მის შიგნით განვითარებული მოვლენები.

„აგროსფეროს“ საერთაშორისო ჯილდო — წლის ლიდერი 2022 გადაეცა

კომპანიები, სადაც 2023 წელს საუკეთესო სამუშაო გარემოა შექმნილი