in

დედამიწის ყველაზე შორეული ფოტოები, რომლებიც ამ დრომდე გადაუღიათ

NASA-ს მოწყობილობები კოსმოსში უკვე არაერთი მიმართულებითაა გაგზავნილი, სხვადასხვა პლანეტის თუ ვარსკვლავის შესასწავლად. თუმცა მიუხედავად იმ დაუზოგავი მცდელობებისა, დედამიწის მიღმა რაღაც განსხვავებული და დიადი აღმოაჩინონ, ასტრონომები ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ „ლურჯი წერტილის“ დაფიქსირებას.

M2
M2

„თითქმის ყოველი მისიის დროს უკან ვიხედებით და ჩვენს სახლს ვუღებთ ფოტოს. როგორც ჩანს, ამის დაუძლეველი სურვილი გვაქვს“, — ამბობს ნასას ყოფილი თანამშრომელი, ბილ ბერი.

მართლაც, ქვემოთ მოცემულ კოსმოსურ ფოტოებში ნახავთ დედამიწის ყველაზე შორეულ კადრებს, რომლებიც ამ დრომდე გადაუღია კაცობრიობას. როდესაც სხვა ობიექტებს, სამყაროებს, ვარსკვლავებს ან გალაქტიკებს ვუყურებთ, ხშირად მხოლოდ წერტილებს ვხედავთ; ასევე ვართ დანარჩენი სამყაროსთვის — მხოლოდ ერთი პატარა ლურჯი წერტილი, რომელიც უზარმაზარ სივრცეში კუთვნილ ადგილს იკავებს.

NASA-ს OSIRIS-REx-ის მიერ გადაღებული ფოტო:

დედამიწა მარსის ცაზე:

სატურნიდან დანახული დედამიწა:

ესეც ლეგენდარული „მკრთალი ლურჯი წერტილი“, რომელიც Voyager 1-ის მისიის დროს გადაიღეს:

Wendy’s და DUNKIN’ Glovo-ს ექსკლუზიური პარტნიორები ხდებიან

Zephalto-ს თქმით, 2025-ში კოსმოსში საჰაერო ბურთით გაფრინდებიან