in

დედამიწა დაუცველია “უცხოპლანეტელების” ვირუსებისგან — ვარაუდობენ მეცნიერები

როგორ ფიქრობთ, მსოფლიოში გავრცელებული დაავადებები ძალიან ცუდია, არა? კი, ნამდვილად ასეა… მაგრამ, შესაძლოა, უახლოეს მომავალში გაცილებით დიდი საზრუნავი გაგვიჩნდეს — მეცნიერები განგაშს აცხადებენ უცხოპლანეტელების ვირუსების გავრცელების ძალიან რეალური შანსების შესახებ. ზოგიერთი მკვლევარი კი ამბობს, რომ NASA და სხვა ორგანიზაციები საკმარისს არ აკეთებენ კოსმოსური ინფექციებისგან თავის დასაცავად…

M2
M2

ეს ყველაფერი “ინვაზიური მეცნიერების” მზარდი სფეროს ნაწილია, რომელიც იკვლევს, თუ როგორ შეუძლია ერთ პლანეტაზე მყოფ ორგანიზმებს მეორის დაინფიცირება. “იმის გათვალისწინებით, რომ ამჟამად კონკრეტული გეგმები არსებობს ახალი ტერიტორიების შესასწავლად, სადაც შეიძლება სიცოცხლე არსებობდეს, მეცნიერები ახალ რისკჯგუფებს ქმნიან”, — განმარტავს ენტონი რიკარდი, ინვაზიური ეკოლოგიის პროფესორი.

დაბინძურების საფრთხეები

თუ მეცნიერების ვარაუდს დავეყრდნობით, ნამდვილად დიდი რისკი არსებობს იმისა, რომ დედამიწაზე ისეთი მიკროორგანიზმი ან ინფექციები “დავაბრუნოთ”, რომლებთან გამკლავების პრაქტიკაც არ გაგვაჩნია. ან, შესაძლოა, თავად დედამიწელებმა გავანადგუროთ სხვა პლანეტების ეკოსისტემა, აქედან ჩატანილი ინფექციებით.

ერთადერთი, რამაც შეიძლება დაგვამშვიდოს, ის არის, რომ NASA-ს და სხვა სააგენტოებს დაბინძურების მკაცრი პროტოკოლი აქვთ… თუმცა ზოგიერთი ექსპერტის აზრით, ეს მაინც არ არის საკმარისი საშიშროებისგან თავის სრულად დასაცავად.

როგორც ჩანს, უკვე განვიცადეთ მსგავსი “შეჭრის” ტიპის სცენარი. 2019 წელს, როდესაც ისრაელის მთვარის მოდული ჩვენს თანამგზავრზე ჩამოვარდა, დაუმარცხებელი ნელამავალნის ჯგუფი მის ზედაპირზე აღმოჩნდა. ნაკლებ სავარაუდოა, რომ არსებები რაიმე პრობლემას გამოიწვევენ მთვარეზე, მაგრამ ეს ერთ აშკარა ფაქტს ამტკიცებს — სამყაროებს შორის შეჭრის ძალიან რეალურ შესაძლებლობას.

თავდაპირველად, ასეთი იყო Nintendo!

ხელნაკეთი მინიატურული კატები იაპონელი მოქანდაკისგან