in

კვლევა – დედამიწას 27-მილიონ წლიანი გეოლოგიური ციკლი აქვს!

ჩვენი პლანეტის გეოლოგიური “გული” რიტმული ტემპით სცემს

უძველეს გეოლოგიურ მოვლენათა ახალი კვლევა ცხადყოფს, რომ ჩვენს პლანეტას ყოველ 27 მილიონ წელიწადში ერთხელ გეოლოგიური აქტივობის, მტკიცე “გულისცემა” აქვს. თავის მხრივ, ეს პულსები შეჯგუფებულ გეოლოგიურ მოვლენებს განეკუთვნება – როგორიცაა, მაგალითად, ზღვის დონის მატება, ვულკანური აქტივობა, ფილების გადაწყობა და ა. შ.

ბოლო 260 მილიონი წლის განმავლობაში, ათობით მნიშვნელოვანი გეოლოგიური მოვლენა სწორედ ამ რიტმულ წესს მისდევს. საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში გეოლოგები ვარაუდობდნენ, რომ დედამიწას 30 წლიანი ციკლი აქვს, თუმცა ბოლო დრომდე, მსგავსი მოვლენების ცუდი დათარიღების გამო, ზუსტი დასკვნების გამოტანა შეუძლებელი იყო.

“მრავალ გეოლოგს სჯერა, რომ დროთა განმავლობაში წარმოქმნილი გეოლოგიური მოვლენები შემთხვევითია, მაგრამ ჩვენი კვლევა ჩვეულებრივი ციკლის სტატისტიკურ მტკიცებულებას გვაძლევს. ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ ეს გეოლოგიური მოვლენები არა თუ შემთხვევითია, არამედ ერთმანეთთან კორელაციაშია” – ამბობს კვლევის ავტორი, ნიუ-იორკის უნივერსიტეტის გეოლოგი მაიკლ რამპინო.

ზუსტი მონაცემების მისაღებად, მეცნიერთა გუნდმა გასული 260 მილიონი წლის განმავლობაში მომხდარი გეოლოგიური მოვლენებიდან 89 მათგანს დათარიღების ახალი ანალიზები ჩაუტარა. შემდეგ კი ქრონოლოგიური თანმიმდევრობით დალაგებულ მოვლენებს ფურიეს ანალიზი ჩაუტარეს. შედეგად აღმოჩნდა, რომ ზოგიერთი მათგანი საკმაოდ ძლიერი იყო, ზოგიერთი კი დროის მოკლე ინტერვალში ერთდროულად წარმოიქმნა და კატასტროფულ “პულსად” იქცა.

გაუგებარია, რა იწვევს ასეთ პულსს გეოლოგიურ აქტივობაში, მაგრამ ფაქტია, დედამიწის ნახშირბადის ციკლი და ფილების ტექტონიკა მასში დიდ როლს ასრულებს. როგორც ახალი კვლევა გვიჩვენებს, 89 მოვლენიდან ზოგიერთი ერთმანეთთან არის დაკავშირებული –  მაგალითად, ჟანგბადის გამოლევა წყალში სიცოცხლის გადაშენებას იწვევს. ასევე, 27.5 მილიონი წლის პულსი ახლოს არის 32 მილიონი წლის ვერტიკალურ რყევასთან.

კვლევის თანახმად, ამის მიზეზი, შესაძლოა, მზის სისტემასა და გალაქტიკაში დედამიწის მოძრაობასთან დაკავშირებული ასტრონომიული ციკლები იყოს. რამპინოსა და მისი ჯგუფის მიერ ჩატარებული სხვა კვლევის თანახმად, ეს კომეტების დაცემას უკავშირდება, ერთ-ერთი მკვლევარი კი მთავარ იმპულსად პლანეტა X-საც მიიჩნევს.

გუნდი იმედოვნებს, რომ გარკვეული გეოლოგიური მოვლენების დათარიღების შესახებ უკეთესო მონაცემების მიღებაა შესაძლებელი, რათა დააკვირდნენ, რამდენად აქტიურად გრძელდება “პულსი”. და ვინ იცის, იქნებ მრავალ მოსაზრებას შორის ზუსტად გარკვეს, რა წარმოადგენს პულსის ნამდვილ გამომწვევ მიზეზს.

რა არის ფიშინგი და როგორ მოქმედებენ კიბერ-თავდამსხმელები?

როგორია ინდუსტრიული ტურისტული გამოცდილება ევროპასა და საქართველოში?