in

მეცნიერებმა დედამიწაზე ყველაზე დიდი კრატერი აღმოაჩინეს

მისი დიამეტრი 1.85 კილომეტრია, ხოლო სიღრმე — 579 მეტრი

ჩინეთის ჩრდილოეთით აღმოჩენილი ნახევარმთვარის ფორმის კრატერი მსოფლიოში ყველაზე დიდია, რომელიც ბოლო 100 000 წლის განმავლობაში ჩამოყალიბდა. 

M2
M2

კრატერი ქალაქ ილანის მთიან მხარეში მდებარეობს, იქ, სადაც ერთ-ერთი ყველაზე კარგად შემონახული ტყეა. მისი დიამეტრი 1.85 კილომეტრია, ხოლო სიღრმე — 579 მეტრი. ფიქრობენ, რომ ილანის კრატერი მეტეორის შეჯახების შედეგად წარმოიქმნა… 

და ასაკის გარდა, მისი ფორმაც იშვიათია დედამიწაზე. როგორც ხედავთ, კრატერის რგოლის სამხრეთ ნაწილი “დაკარგულია”. ამიტომ, გეოლოგიური სტრუქტურა ზემოდან ნახევარმთვარის ფორმისაა. 2021 წლის ოქტომბერში, NASA-ს განცხადებით, თანამგზავრმა Landsat-8-მ კრატერის რგოლის ჩრდილოეთ ნაწილის სურათი გადაიღო. ახლა კი მეცნიერები იკვლევენ, როგორ და როდის გაქრა სამხრეთი ნაწილი.

ილანის კრატერმა რეკორდსმენის სტატუსი არიზონაში აღმოჩენილ კრატერს ჩამოართვა, რომლის ასაკი 50 000 წლამდეა, ხოლო დიამეტრი 0.75 მილს (1.2 კმ) უდრის. საინტერესოა ისიც, რომ ჩინეთისთვის ეს მეორე “მეტეორის კრატერია”. პირველს Xiuyan-ის კრატერს უწოდებენ და ის შედარებით მცირე ზომისაა — დიამეტრი1800 მეტრს, ხოლო სიღრმე დაახლოებით 150 მეტრს უდრის.

ტოკიოს 2D კაფე ფანქრით შესრულებულ ნახატს მოგაგონებთ

მითები და ფაქტები დიეტის შესახებ