in

მკვდარი ვარსკვლავის ახლოს დედამიწის მსგავსი ეგზოპლანეტა დააფიქსირეს

ასტრონომებმა მკვდარი ვარსკვლავის მიმდებარედ ბუნებრივი თანამგზავრების ზომის ობიექტები აღმოაჩინეს. ეს კი სიცოცხლისთვის თავსებად ზონაში პოტენციურ ეგზოპლანეტაზე მიანიშნებს.

M2
M2

როგორც ვარაუდობენ, ის დედამიწის მსგავსი მყარი ციური სხეული უნდა იყოს, რომელიც WD1054–226-ის სახელით ცნობილი თეთრი ჯუჯის გარშემო 2.5 მილიონ კილომეტრ დისტანციაზე მოძრაობს. თუ ეს ახალი აღმოჩენა დადასტურდა, ასტრონომიის ისტორიაში გარღვევა იქნება, რადგან ასეთი ობიექტის მახლობლად ამ დრომდე მხოლოდ ერთი ეგზოპლანეტაა აღმოჩენილი. ეს უკანასკნელი აირისგანაა შედგენილი და თხევადი წყლის შესანარჩუნებლად ხელსაყრელ რეგიონში არ გადაადგილდება.

WD1054–226 დედამიწისგან 117 სინათლის წლით არის დაშორებული და მისი შესწავლა საკმაოდ ადვილია. ციური სხეულიდან მომავალი სიკაშკაშის ცვლილება ლა სილიის ობსერვატორიიდან დააფიქსირეს, დამატებითი მონაცემები კი NASA-ს ტელესკოპის TESS მეშვეობით მოიპოვეს. როგორც აღმოჩნდა, მისი პერიოდული ციმციმი თანაბრად გადანაწილებული პლანეტური ნარჩენების მოძრაობას ემთხვევა, რომელთა ორბიტული პერიოდიც 25 საათს წარმოადგენს.

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ პოტენციური ეგზოპლანეტა WD1054–226-ის გაფართოების შემდეგ უნდა წარმოქმნილიყო ან მოხვედრილიყო.

რა უნდა იცოდეს გრაფიკოსმა დიზაინერმა [პროგრამების გარდა]?

რას აქცევენ რეკრუტერები კანდიდატების შერჩევისას ყველაზე მეტ ყურადღებას?