in

ISS-დან გადაღებულ ფოტოზე დედამიწის ატმოსფერო ოქროსფრად ანათებს

დედამიწის ორბიტაზე მოძრავი საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან გადაღებულ უახლეს ფოტოზე დედამიწის ატმოსფერო ოქროსფრად ანათებს. რეალურად, ამ სანახაობას „ატმოსფერული ნათება“ ეწოდება და მაშინ ჩნდება, როცა მზის სხივები აირად გარსში ატომებთან და მოლეკულებთან შედის ურთიერთქმედებაში.

M2
M2

გარდა ამისა, 21 იანვარს 415 კილომეტრი სიმაღლიდან გადაღებულ კადრში მოწითალო შეფერილობის კაშკაშა სარტყელიც ჩანს.

ცოტა უფრო დეტალურად რომ ავხსნათ, მსგავსი ოქროსფერი ელვარება მაშინ ჩნდება ატმოსფეროს ზედა ფენაში, როცა ჟანგბადის, ოზონის, აზოტისა და ნატრიუმის მოლეკულებო მზის ულტრაიისფერ რადიაციასთან ურთიერთქმედებს. შეჯახების შედეგად, ენერგია სინათლის სახით გამოიყოფა, რაც ყველაზე კარგად ღამით აღიქმება.

საბედნიეროდ, კოსმოსურ სადგურზე დამონტაჟებულმა კამერამ შესანიშნავად მოახერხა მოვლენის დაფიქსირება. საბოლოოდ, ფოროზე ოქროსფერ ჰორიზონტთან, წითელ სარტყელში მოქცეულ ვარსკვლავებთან და ღრუბელებთან ერთად, ISS-ის ნაწილიც ჩანს.

#პორტფოლიო – 10 ვიდეორგოლი ფროდაქშენ სააგენტო CONTACT-ის ნამუშევრებიდან

„თეგეტა აკადემია“, USAID-ის მხარდაჭერით, დასავლეთ საქართველოში მასშტაბურ პროექტს იწყებს