in

დედამიწის ორბიტაზე მეორე “ტროელი ასტეროიდი” აღმოაჩინეს

ასტეროიდი 2020 XL5 დედამიწის “მეგობარი” მომდევნო 4000 წლის განმავლობაში იქნება

ტროელი ასტეროიდი” ჩვენს პლანეტას მზის გარშემო მიყვება და ეს კიდევ 4000 წელი გაგრძელდება. 2020 XL5 მეორე ასეთი ასტეროიდია — ის სამჯერ აღემატება ერთადერთ ცნობილ დედამიწის “ტროელს”, ასტეროიდი 2010 TK7-ს.

M2
M2

პატარა კოსმოსური ქანები დედამიწასთან ერთად ბრუნავს, მაგრამ ჩვენი პლანეტიდან მათი დანახვა ძნელია. ისინი გრავიტაციულ წერტილებშია განლაგებული, რომლებიც ლაგრანგის წერტილების სახელით არის ცნობილი. თუ დედამიწა და მზე ტოლგვერდა სამკუთხედის ორ წერტილს შეადგენენ, ლაგრანგი ამ სამკუთხედის მესამე წერტილი იქნება. 

ასტეროიდის დიამეტრი დაახლოებით 1.18 კილომეტრია. თუმცა, შესაძლოა, ეს შეფასება ზუსტი არ იყოს, — თუ ასტეროიდის ზედაპირი იმაზე ამრეკლავია, ვიდრე ასტრონომები ვარაუდობენ.

“ტროელი ასტეროიდები” სხვა პლანეტების ორბიტებზეც არსებობს… მაგალითად, ისინი დააფიქსირეს ვენერას, მარსის, იუპიტერის, ურანისა და ნეპტუნის ირგვლივ, მაგრამ დედამიწაზე მათი დანახვა გაცილებით რთულია. ამის მიზეზი კი ის არის, რომ თითოეული მათგანი დედამიწის ჩრდილშია განლაგებული ან ორბიტაზე უცნაური კუთხით მოძრაობს. 

ასტეროიდი 2020 XL5 პირველად Pan-STARRS1 კვლევაში ნახეს, რომელიც ჰავაიზე 1.8 მეტრიან ტელესკოპს, ცის ფართო ველის გამოსახულების გადასაღებად იყენებს. შემდგომი მონაცემები არიზონას, ჩილესა და კანარის კუნძულების ტელესკოპებიდან შეგროვდა.

მკვლევრები ამბობენ, რომ ახლად აღმოჩენილი “ტროელის” ფრენა უფრო ადვილია, რადგან მისი პოზიცია, თეორიული კოსმოსური ზონდის გაშვებისთვის უფრო მეტ მოქნილობას გვთავაზობს. ხოლო თუ დედამიწის ორბიტის მეგობრის მონახულება შეუძლებელი იქნება, ორი ორბიტის შედარება ასტრონომებს მაინც გაუღრმავებს ცოდნას ამ მიუწვდომელი პოპულაციის დინამიკის შესახებ.

ბრენდი, რომელიც მიჰყვება ოცნებებს – Honda-ს ისტორია

შონ უაითი უკანასკნელი ოლიმპიელია, რომელიც იურიული პერიოდის დინოზავრს შეხვდა