in

#დედასშევეშვი-ს პატრონი ნაპოვნია! ფუდპანდას ვირუსული კამპანია

თავიდან ქალაქში თამამი სტენსილები გამოჩნდა, დედებისთვის მეტი თავისუფლების მოთხოვნით #დედასშევეშვი: დედასშევეშვი სტენსილებთან ერთად სოციალურ ქსელში ჩნდებოდა ვირუსული ვიდეოები, სადაც ვხედავდით ქართველ დედებს, რომლებიც ერთობოდნენ და ატარებდნენ დროს სხვადასხვა სიტუაციებში. გუშინ მარკეტერმა ქართველი გრაფერი დედაც აღმოაჩინა.      

ქართველი დედები ბარში! ნახეთ რა მოხოდილები არიან 😀 😀 :DDქართველი დედები ბარში 😀 ნახეთ რა მოხოდილები არიან 😀 😀 😀 Posted by სარკაზმი on Monday, October 26, 2015

 

ქართველი დედები ისევ ხურდებიან! ^^ჩემ გვერდით, ორი შვილის დედამ ისეთი სტრაიკი დადო, ლებოვსკის დედას შევეშვი!!1!11!!11! 😮 😮 😮 Posted by პარალელური სამყარო on Saturday, October 31, 2015

დღეს გაირკვა, რომ ამ ვირუსული კამპანიის უკან Foodpanda დგას, მათი ახალი მთავარი მესიჯით – დაანებე დედას თავი! კამპანიაზე სარეკლამო სააგენტო HOLMES&WATSON-ი მუშაობს. სააგენტოს წარმომადგენელმა გიორგი ხერგიანმა კამპანიის მიზნები გაგვანდო: „დროა ჩვენში დავამარცხოთ „დე, მშია!“, შევეშვათ დედებს და დავუტოვოთ მეტი თავისუფალი დრო პირადი ცხოვრებისთვის. ამ მიზნის მისაღწევად Foodpanda საუკეთესო საშუალებაა.“ თუმცა კამპანია ჯერ არ დასრულებულა, ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები.

ლიბერთი ბანკის ახალი სერვისი – დაჯავშნეთ ვიზიტი ბანკში მიუსვლელად!

ბიზნეს – ინტელექტუალური თამაში ‘’I’M Intelectual Marketer”- 20 დეკემბერს ჩატარდება