დილიდან საღამომდე მომუშავე დედა, სახლში დახვედრებული სრული აურზაური და პირადი ინტერესებით გართული ოჯახის წევრები, მსგავსი დამღლელი ვითარება ბევრ ოჯახშია. სწორედ ეს, რეალობასთან ძალიან ახლოს მყოფი, რთული მდგომარეობა აღწერა IKEA-მ თავის ახალ სარეკლამო ვიდეორგოლში, რომელიც სპეციალურად სამზარეულოს ავეჯისა და მისი აქსესუარების ახალი კოლექციისთვის შეიქმნა. თუმცა, ყველაზე რთულ ვითარებასაც კი შეიძლება მოუძებნო სწორი მიდგომა და ყველაფერი ძალიან მარტივად გამოასწორო.














