10
Jan
2019

ბარსელონაში “დედეს” სპეციალური ჩვენება ჩატარდება

10 Jan 2019

“დედეს” ავტორის, მარიამ ხაჭვანის ცნობით, 28 თებერვალს ბარსელონაში ფილმის სპეციალური ჩვენება გაიმართება. მას “Cinemes Sant Cugat-ის” დარბაზში აჩვენებენ. როგორც მარიამ ხაჭვანმა Marketer.ge-ს განუცხადა, ესპანეთს “დედეს” დისტრიბუცია შეძენილი აქვს და გასულ წელს ერთი თვის განმავლობაში გადიოდა იგი ესპანურ კინოთეატრებში.

mBank QR
mBank QR

აღსანიშნავია, რომ სვანურ მოტივებზე შექმნილი ფილმი მრავალი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია. “დედე” ეროვნული კინოცენტრის, სანდენსის კინოფესტივალისა და Doha Film Institute-ს მხარდაჭერით განხორციელებული პროექტია.

განხილვა