in

“ცხენების დოღი, ეძღვნება ედგარ პრადოს” – დედიკას გალერეა მიშა გოგრიჭიანის გამოფენას მასპინძლობს


დედიკას გალერეა 10 აპრილს წარმოგიდგენთ მიშა გოგრიჭიანის გამოფენას – “ცხენების დოღი ეძღვნება ედგარ პრადოს”. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება მხატვრის ამერიკაში ყოფნის პეროდში 2003-2005 წლებში შესრულებული, ცნობილი ჟოკეის, ედგარ პრადოსადმი მიძღვნილი დოღების სერია. საცხენოსნო აქსესუარები, რომლებსაც გამოფენაზე ინსტალაციის სახით ნახავს დამთვალიერებელი, სწორედ ამერიკაში ყოფნის დროს სხვადასხვა დოღზე მოგროვილი საჩუქრებია, მაგალითად: ვალტრაპი, რომელზეც ჟოკეების ხელმოწერებია, თასი – COLONIAL CUP, ედგარ პრადოს საავტორო წიგნი მისი ცნობილი ცხენის, ბარბაროსადმი მიძღვნილი – My Guy Barbaro და თავად ედგარ პრადოს შოლტი.

მიშა გოგრიჭიანს ბავშვობიდან უყვარდა ცხენოსნობა, მისი სურვილი კი, იყო ჟოკეი გამოსულიყო. მხატვარს პროფესიონალთა დოღებში ნაჭენები აქვს 9 დოღი, ერთხელ გასულია მეორე ადგილზე, ორჯერ კი მესამეზე. ედგარ პრადოს გულშემატკივარი კი არიზონას შტატში მოხვედრის შემდეგ, 2003 წლიდან ხდება, მიშა გოგრიჭიანი იპოდრომზე ესწრება ცხენების დოღებს, გამოფენაზე წარმოდგენილი სერიის შთაგონებაც სწორედ იპოდრომი, საცხენოსნო დოღები, ედგარ პრადო და ბარბაროა, ასე რომ, გამოფენა ეძღვნება ედგარ პრადოს.


ბოსტნეულის ნაკრები ფერმიდან სახლში, სასურველი სიხშირით – SpaceFarms-ის გამოწერის მოდელი

ნახეთ: შვეულმფრენმა “Ingenuity” მარსზე პირველი ფერადი ფოტო გადაიღო!