დედის დღე ყველა ჩვენგანისთვის გამორჩეულია. ის კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ამქვეყნად დედაზე ძვირფასი ადამიანი არ არსებობს, რომ ის ყოველთვის იმსახურებს ჩვენგან დაფასებას, პატივისცემას, სიყვარულსა და ყურადღებას. ყოველ 3 მარტს ყველგან, სადაც ამ დღესასწაულს აღნიშნავენ, განსაკუთრებული ფუსფუსია. ზოგი ღია ბარათებს ამზადებს, ზოგი თაიგულს უკვეთავს, ზოგი ტკბილეულს ყიდულობს…ერთი სიტყვით, ყველა თავისებურად ცდილობს, რომ თავის მშობელს ეს დღე დაამახსოვროს.
გამორჩეული 3 მარტი დადგა წელს საერთაშორისო აუდიტორულ და საკონსულტაციო კომპანია Moore-ში. ოფისში მისულ თითოეულ თანამშრომელს კომპანიაში განსაკუთრებული და ემოციური საჩუქარი დახვდა, რამაც საერთო პოზიტივი და ემოციური განწყობა შექმნა. კომპანიამ გუნდის წევრებს სახელობითი ღია ბარათები და ლამაზი ყვავილები დაახვედრა. ბარათებზე კი თითოეული თანამშრომლის დედისთვის განკუთვნილი ძალიან ემოციური შინაარსის წერილი დახვდათ.
სიურპრიზის მიზანი გუნდის წევრების დედებისადმი პატივისცემის გამოხატვა იყო იმისთვის, რომ მათ დიდი სიყვარულითა და ძალისხმევით გაზარდეს თავიანთი შვილები, ის კარგი ადამიანები, რომლებიც დღესდღეობით Moore-ის პროფესიონალების კოლექტივს ქმნიან.
“ძალიან ემოციური დღე იყო. იდეის ინსპირაცია ჩემთვის Moore Social Ambition პროექტი იყო, რომლის ფარგლებში 30,000 მდე თანამშრომელს ვაერთიანებთ მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ჩვენი მისია პოზიტიური გავლენის მოხდენაა ჩვენს თანამშრომლებზე, საზოგადოებასა და ბიზნესებზე. ამ იდეის მიზანი გუნდის ოჯახებში პოზიტივის გავრცელება და თანამშრომლების დედებისთვის გულწრფელი მადლიერების გამოხატვა იყო იმ ძალისხმევისთვის, რაც მათ შვილების აღსაზრდელად გასწიეს. გვინდა ამ ჟესტით ასევე გამოვხატოთ რაოდენ მნიშვნელოვანია დედის და ზოგადად ქალების გავლენა საზოგადოებაზე. ვულოცავ ყველა დედას თუ მომავალ დედას ამ დღესასწაულს”, – აცხადებს Moore-ის წარმომადგენელი, სოფო აბაიაძე.
#დედისდღე #მადლობადედას #thankyoumom #mothersday #proudlymoore #SocialAmbition
[R]