in

როგორ გავხადოთ დედის დღე განსაკუთრებული თიბისისთან ერთად

უკვე გაზაფხულია, რაც იმის ნიშნავს, რომ ზამთრის რუტინას ვემშვიდობებით და თბილი ამინდების გამოსვლასთან ერთად, ყველაზე ემოციური დღესასწაულისთვის – დედის დღისთვის – მზადებას ვიწყებთ.

3 მარტი მშვენიერი საბაბია იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ გამოვხატოთ სიყვარული და მადლიერება იმ ადამიანის მიმართ, ვინც ყველაზე ძვირფასია.

თუ ჯერ კიდევ ფიქრობ, როგორ გახადო დედის დღე განსაკუთრებული, ჩვენ მოგიმზადეთ რეკომენდაციები, რომლებიც დედისთვის სახალისო აქტივობის ან განსაკუთრებული საჩუქრის არჩევაში დაგეხმარება.

გახსოვდეს, რომ ხშირად ყველაზე დასამახსოვრებელი, უბრალოდ, ერთად გატარებული დროა. ყოველდღიურ, გადატვირთულ რეჟიმში იშვიათად თუ ვახერხებთ მშვიდად ჯდომას, ერთმანეთის ამბების მოსმენას და საზრუნავისგან სრულად გათიშვას. ამიტომ 3 მარტი იდეალური დღეა იმისთვის, რომ მთელი ყურადღება დედას დავუთმოთ და ვაგრძნობინოთ, რამდენად მნიშვნელოვანია ის ჩვენთვის:

გამოიყენეთ ადრეული გაზაფხულის ამინდი და გაისეირნეთ მის საყვარელ პარკში ან ქალაქის მშვიდ უბნებში. სუფთა ჰაერი და აუჩქარებელი საუბარი ყოველდღიური საზრუნავისგან განტვირთვის საუკეთესო საშუალებაა;

მოიმარაგეთ გემრიელი ჩაი ან ყავა, გადაშალეთ ოჯახის ძველი ფოტოალბომები და ერთად გაიხსენეთ მომენტები, რომლებიც ფოტოების გადაღებისას კადრს მიღმა დარჩა;

ხოლო თუ კულინარიაც გიტაცებთ, დღის საყვარელი კერძით ან დესერტით დაგვირგვინება და ერთმანეთის გამასპინძლება დედის დღეს კიდევ უფრო დასამახსოვრებელსა და მყუდროს გახდის.

ყურადღება და ერთად ყოფნა მთავარია, თუმცა ამ დღეს სასიამოვნო საჩუქარი კიდევ უფრო გაალამაზებს. ამაში კი თიბისის შეთავაზებები დაგეხმარება:

2 და 3 მარტს ქვემოთ ჩამოთვლილ მაღაზიებში, ახალი თიბისი ბარათით, ახალი თიბისი კონცეპტ ბარათებით და ერთგული საკრედიტო ბარათით გადახდისას 30%-იანი ქეშბექით ისარგებლებ და თანხას ერთგულ ყულაბაში მომენტალურად დაიბრუნებ.

ახალი თიბისი ბარათით და ერთგული საკრედიტო ბარათით თითოეულ ობიექტში გადახდისას მაქსიმუმ 100 ლარი დაგიბრუნდებათ. კონცეპტ მომხმარებლები კი, ახალი თიბისი კონცეპტ ბარათებით და ერთგული საკრედიტო ბარათით თითოეულ მაღაზიაში მაქსიმუმ 200 ლარს დაიბრუნებთ.

არ დაგავიწყდეს, რომ ქეშბექით სარგებლობისთვის შეთავაზებები თავდაპირველად მობაილბანკში უნდა გაიაქტიურო.

სად შევარჩიოთ იდეალური საჩუქარი?

კლასიკური სუნამო ან თავის მოვლის ძვირად ღირებული საშუალებები ბევრი დედისთვის სასურველი საჩუქარია. პარფიუმერიისა და კოსმეტიკის უდიდესი არჩევანი „ისი პარიში”, „ვულე-ვუსა” და „ლუტეციაში” გელოდება. შეურჩიე დედას მისი საყვარელი სურნელი ან ახალი, საგაზაფხულო არომატი.

მათთვის, ვინც უპირატესობას მცენარეულ, ბუნებრივ ინგრედიენტებზე დამზადებულ თავის მოვლის საშუალებებს ანიჭებს, „ივ როშე“ საუკეთესო არჩევანია, სადაც სახისა და ტანის მოვლის უნიკალურ ხაზს აღმოაჩენ.

ხოლო თუ დედისთვის სალონური, სპა გამოცდილების გაზიარება გსურს, „დესანჟი“ და Beauty Bar სწორედ ის ადგილებია, სადაც შეგიძლია, პროფესიონალური თავის მოვლის საშუალებები ან სილამაზის პროცედურები შეიძინო.

იმ შემთხვევაში, თუ პრიორიტეტი ესთეტიკური დეტალები და სახლის სიმყუდროვეა აუცილებლად უნდა მოინახულო Atelier Rebul, სადაც ნიშურ სუნამოებს, სახლის უმაღლესი ხარისხის ჰაერის არომატიზატორებსა და ტანის მოვლის პრემიუმ ხაზს გაეცნობი.

არ დაგავიწყდეს, რომ საუკეთესო საჩუქარი ერთად გატარებული დრო და ის სითბოა, რომელსაც საყვარელ ადამიანებს ვუზიარებთ. თუმცა ლამაზად შეფუთული, გულით შერჩეული ნივთი თუ აქტივობა ამ ემოციებს კიდევ უფრო განსაკუთრებულს ხდის.

[პარტნიორის კონტენტი]

Honor-ის ახალი რობოტ-ტელეფონი, რომელიც ცეკვავს და გელაპარაკება

Young Lions 2026-ის კონკურსზე მონაწილეების და ჟიურის წევრობის მსურველთა რეგისტრაცია იწყება