in

შეახსენეთ დედებს რომ განსაკუთრებულები არიან!

დედის დღე ყველა ჩვენგანისთვის გამორჩეულია. ის კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ამქვეყნად დედაზე ძვირფასი ადამიანი არ არსებობს, რომ ის ყოველთვის იმსახურებს ჩვენგან დაფასებას, პატივისცემას, სიყვარულსა და ყურადღებას. მართლაც, დედები ჩვენი ცხოვრების როკვარსკვლავები არიან, შეუძლიათ მთები გადადგან ჩვენ გამო, ყველაზე დიდი სიხარულის გამზიარებლებიც არიან და ჩვენი საყრდენებიც – რთულ მომენტში.

ყოველ 3 მარტს ყველგან, სადაც ამ დღესასწაულს აღნიშნავენ, განსაკუთრებული ფუსფუსია. ზოგი ღია ბარათებს ამზადებს, ზოგი თაიგულს უკვეთავს, ზოგი ტკბილეულს ყიდულობს…ერთი სიტყვით, ყველა თავისებურად ცდილობს, რომ თავის მშობელს ეს დღე დაამახსოვროს.

დედის დღესთან დაკავშირებით „წყალი ბაკურიანმა” დედები და შვილები ერთად სათამაშოდ მოიწვია. წესები მარტივია, თითოეულ მონაწილეს გადაეცა ბარათი, რომელზეც სიტყვა წერია, გარდა ერთისა რომელიც ცარიელია.

კრედიტები:

შემოქმედებითი გუნდი: ანა თედიაშვილი, საბა ლეკიაშვილი
ფოტოგრაფი/დიზაინერი: ვანო საგინაშვილი
ფროდაქშენი: CONTACT

ქალთა და დედის დღე Wolt-თან ერთად – 50%-მდე ფასდაკლებები საჩუქრებსა და ყვავილებზე

„მთავარია, გჯეროდეს, რომ აუცილებლად მიაღწევ მიზანს“ – თამილა შარუხია