in

მცირე ტექნიკით ინტიმური გარემოს შექმნა – ქართული ნამუშევარი კინოგანათების კონკურსის გამარჯვებულია

კინოგანათების კომპანია Dedolight-ის 2020 წლის კონკურსში გამარჯვებულებს შორის, დასახელდა ვიდეოკლიპი საქართველოდან – გიორგი ვარსიმაშვილისა და გიორგი შანიძის ერთობლივი ნამუშევარი 30 გამარჯვებულიდან მე-14 პოზიციაზე დაფიქსირდა. გამარჯვებულები განათების ტექნიკით დააჯილდოვდნენ.

bog
bog-mob

რაც შეეხება, უშუალოდ, გიორგი ვარსიმაშვილისა და გიორგი შანიძის ერთობლივ ნამუშევარს, ვიდეოკლიპი გვთავაზობს, მცირე რაოდენობის ტექნიკის პირობებში, ინტიმური გარემოს შექმნის ორიგინალურ კონცეფციას.

კომპანია Dedolight 1965 წელს დაარსდა გერმანიაში და ნელ-ნელა კინოგანათების ერთ-ერთ წამყვან საწარმოდ იქცა. კომპანიამ ორჯერ მიიღო ოსკარი კინოში შეტანილი წვლილისთვის.

რაც შეეხება კონკურსს, Dedolight შეჯიბრებას ხუთ წელიწადში ერთხელ მართავს – ოპერატორებისა და კინოგამნათებლებისათვის. წელს, გამნათებლების კონკურსი, მსოფლიოს მასშტაბით, გაიმართა. გადაღების ორგანიზებას ქვეყნებში კომპანიის ადგილობრივი წარმომადგენლები უწევდნენ.

საქართველოში „დედოლაითს“ წარმოადგენს კომპანია „ვიდეოსკოპი“. ვიდეოებს ჯერ ადგილობრივი წარმომადგენელი აფასებს, ხოლო შემდეგ, შერჩეული ნამუშევარი გერმანიაში, საბოლოო შეფასებისთვის იგზავნება.

კონკურსის წესების მიხედვით, საჭიროა ორიგინალური ვიდეოს გადაღება, მხოლოდ „დედოლაითის“ განათების გამოყენებით. აუცილებელია, ვიდეოში ახსნილი იყოს, როგორ იქნა მიღწეული აღნიშნული განათების კონცეფცია.

რა უნდა იცოდეთ და გაითვალისწინოთ სოციალური ინოვაციების კონკურსში მონაწილეობისას?!

Eurobest-ის ახალგაზრდა კრეატივების ადგილობრივი კონკურსი დაიწყო!