in

Deep Nostalgia – ხელოვნური ინტელექტი ძველი ფოტოების გასაცოცხლებლად

ამ ეტაპზე ტექნოლოგია მხოლოდ სახეზე რეაგირებს

ხელოვნურ ინტელექტზე (AI) მომუშავე სერვისი Deep Nostalgia, რომელიც ფოტოებს ანიმაციად აქცევს, Twitter-ზე დიდი პოპულარობით სარგებლობს. სოციალურ ქსელში თავმოყრილი ადამიანები ცდილობენ, ყველაზე ჟრუანტელის მომგვრელი, ყალბი ვიდეობი შექმნან. ეს სახალისოსთან ერთად, მართლაც ნოსტალგიური ხასიათისაა – ჩვენ შეგვიძლია, კიდევ ერთხელ ვიხილოთ გარდაცვლილი ახლობლების მოძრავის გამოსახულება.

აღნიშნულ სერვისს ვებგვერდი MyHeritage გვთავაზობს და ის ძალიან ჰგავს iOS Live Photos ფუნქციას, თუმცა მისგან განსხვავებით, Deep Nostalgia-ს გამოყენება ნებისმიერი კამერით გადაღებული ფოტოებით შეიძლება. ამისათვის საჭიროა, უფასოდ გაიაროთ ავტორიზაცია MyHeritage-ზე და ატვირთოთ სასურველი ფოტო. კონკრეტული ფოტოებისთვის სერვისი ავტომატურად არჩევს სახის საუკეთესო მოძრაობებს, მიმიკას.

Deep Nostalgia-ს მხოლოდ სახეზე რეაგირებს. ამიტომ, რაც არ უნდა სამწუხარო იყოს, მუმიას ვერ გააცოცხლებთ!

და ბოლოს, რაც მთავარია, ვებგვერდი თქვენს ფოტოებს მესამე მხარეს არ გადასცემს და ასევე რეგისტრაციის დასრულების გარეშე, ატვირთული ფოტოები ავტომატურად იშლება თქვენი პირადი ინფორმაციის დასაცავად.

„კრისტალის საკურორტო ზონა“ ბაკურიანში – „ადგილი, სადაც წელიწადის ნებისმიერ დროს, მაქსიმალური კომფორტი გელოდებათ“

„ლივინგსტონის“ ადაპტური მიგნებები ცვლილებების ხანაში – ინტერვიუ ლევან ლეფსვერიძესთან