in

დიპაკ ჩოპრამ Cannes Lions 2024-ზე შემოქმედებითობის 9 ნაბიჯზე ისაუბრა

კანის ლომების საერთაშორისო ფესტივალზე ყველასთვის კარგად ცნობილმა ავტორმა დიპაკ ჩოპრამ ადამიანის შემოქმედების შესახებ თავისი უნიკალური ხედვა გააზიარა საუბრისას, რომელსაც Mastercard მასპინძლობდა. ბრენდის მარკეტინგისა და კომუნიკაციების ხელმძღვანელმა რაჯა რაჯამანარმა საუბარი ჩოპრას შექებით დაიწყო: ის ლეგენდაა, ფილოსოფოსად მივიჩნევ და ადამიანად, რომელიც არაორდინალურად სულიერად განვითარებული ინდივიდია. მისი ბევრი წიგნი წამიკითხავს… და ყოველ ჯერზე ვგრძნობ დიდ გავლენას.

შემოქმედებითობა, ისევე, როგორც ბევრი სხვა რამ, ფუნდამენტურად სულიერი გამოცდილებააო, ასე დაიწყო საუბარი ჩოპრამ — ის არ მოდის თქვენი გონებიდან — ის მოდის თქვენი სულიდან… საინტერესოდ ჟღერს, არა?! ამიტომ, მოდით, ბევრს აღარ გავაგრძელებთ და პირდაპირ ჩოპრას შემოქმედებითობის 9 ნაბიჯისკენ გადავინაცვლებთ:

1. მიზნის განსაზღვრა

ავტორი მიზნის სიცხადეზე ამახვილებს ყურადღებას — რა არის თქვენი განზრახვა? რისი შექმნა გსურთ? ეს, შესაძლოა, სიმღერა იყოს, კინო… ან თუნდაც ახალი ტექნოლოგია, ან მარკეტინგული სტრატეგია. რაღაც ახალი ან რაღაც ძველი, მაგრამ ახლებური გზით. რა შედეგის მიღებას ისახავთ მიზნად?.

მთავარი გზავნილი აქ დამსწრეების წახალისება იყო, ეპოვათ პასუხი კითხვაზე — რა არის ჩემი ამბავი?.

2. ინფორმაციების მოძიება

სიღრმისეულად შეისწავლეთ თქვენი საგანი და შეაგროვეთ ღირებული ინსაითები. ეს მნიშვნელოვანია, რადგან შემოქმედებითი მიმართულებისთვის ფორმის მიცემაში გვეხმარება —- იმისათვის, რომ შექმნათ ახალი მარკეტინგული კამპანია, ეს ბევრად განსხვავებულია იმაზე… რომ გამოიყენოთ თქვენი შემოქმედებითობა სიმღერის დასაწერად

3. ინფორმაციის ანალიზი

შემდგომი ნაბიჯი კი მიღებული ინფორმაციების შეფასებაა, იმის განსაზღვრა, თუ როგორ ზემოქმედებს ეს თქვენს თავდაპირველ მიზანზე. ჩოპრა გირჩევთ, გაიგოთ, ვინმე ზუსტად ამას აკეთებს თუ არა და თუ ასეა, რაღაც განსხვავებულად ცადოთ. 

4. ინკუბაცია

დაჯექით და მიეცით იდეებს ხარშვის საშუალება. აქ ყველაფრის გაკეთება დასაშვებია, თუ გინდათ მედიტაციას მიმართეთ, ან გოლფი ითამაშეთ… მთავარია, გაურკვევლობასა და არაპროგნოზირებადობას დაემორჩილოთ.

5. ინსაითი

დაელოდეთ რაღაც გარღვევას — აჰა მომენტი არის ინსაითი, ეს ნიშნავს ჩვენს თვალთახედვას, უეცარ გაცნობიერებას ჰგავს, რომელიც მაშინ მოდის, როცა ყველაზე ნაკლებად ელოდები.

6. შთაგონება

ინსაითებს შთაგონებამდე მივყავართ, იდეის ნაპერწკალია, ინსპირაცია (Inspiration) კი სულიერია, როგორც სიტყვაში არსებული Spirit გვეუბნება. ნამდვილი შთაგონება წინ წაგწევთ და მოტივაციას მოგცემთ.

7. განხორციელება

აამოქმედეთ იდეები და ისწავლეთ ამ პროცესში, განხორციელება იმას ნიშნავს, რომ თქვენ ცდილობთ, თუ არ გამოდის, კვლავ აგრძელებთ მცდელობას…

8. ინკარნაცია 

განხორციელების ფაზას კი ინკარნაციამდე მიჰყავხართ, სადაც იდეის გაცოცხლებას უყურებთ.

9. ხელახლა დაბადება

დაბოლოს, ჩოპრა ადამიანებს მოუწოდებს მისცენ თავიან იდეებსა და ქმნილებებს სიკვდილის, შემდგომ კი ხელახლა საბოლოო ფორმით დაბადების საშუალება — სიკვდილი და ხელახლა დაბადება — ახალი ამბავი არ არის. შენი მნიშვნელობა გაქრა, შენი კონტექსტიც, ძველი ურთიერთობებიც, მათი ხარისხიც. შემოქმედებითობა კი ახალი მნიშვნელობაა, ახალი კონტექსტი, ახალი ურთიერთობები და ახალი ამბავი

BARK Air — ძაღლებისთვის შექმნილი პირველი ავიაკომპანია

TBILISI OPEN AIR 2024 იწყება!