Amazon Web Services-ის პრეზენტაციაზე კომპანიამ მოწყობილობა DeepComposer წარადგინა. ეს არის ერთგვარი მანქანური სწავლების კლავიატურა, რომელიც დეველოპერებისთვის შეიქმნა. მას აქვს 32 კლავიში და ორი ოქტავა, იმისათვის, რომ დეველოპერებმა გენერირებადი ხელოვნური ინტელექტის შესწავლა დაიწყონ.
„დეველოპერებს, მიუხედავად იმისა, აქვთ თუ არა გამოცდილება მუსიკისა თუ მანქანური სწავლების მიმართულებით, აქვთ საშუალება დაიწყონ მუშაობა Generative Adversarial Networks (GAN)-ში. ტექნიკა მოიცავს ორ განსხვავებულ ნეირონულ ქსელს, რომლის დახმარებითაც ახალი ციფრული ნაწარმის – მუსიკის შექმნაა შესაძლებელი“, – ნათქვამია „ამაზონის“ განცხადებაში. თუმცა, ბევრი დეტალი ჯერ კიდევ ბუნდოვანია და მეტიც, აღნიშნული მოწყობილობა დეველოპერებში მნიშვნელოვან კითხვებს ბადებს. პრაქტიკოსი დეველოპერები ვერ ხვდებიან, როგორ გამოიყენონ ის. რადგან, როგორც ჩანს, მოწყობილობით სარგებლობისთვის მუსიკალური განათლება მაინც საჭიროა.
I took a deep look at AWS #DeepComposer and I have to say that I have no idea what to do with this nor who it is for. I can't imagine training ML models by playing thousands of tracks on a physical keyboard. Then what would I do with the inferred MIDI? How is that teaching me ML?
— Matt Aimonetti (@mattetti) December 3, 2019
„ამაზონის“ თქმით, ეს არის პირველი მუსიკალური კლავიატურა, რომელიც გენერირებად ხელოვნურ ინტელექტს იყენებს. დეველოპერები ამბობენ, რომ მისი დახმარებით ჯერ ვერ აღწევენ შედეგს. DeepComposer-ის, ანუ ხელოვნური ინტელექტის კოლაბორაციით შექმნილი მუსიკის ატვირთვა „საუნდქლაუდზე“ შეგიძლიათ. მოწყობილობის ფასი კი 99 დოლარია.











