in

DeepFaceDrawing – ხელოვნური ინტელექტი, რომელიც კონტურებს პორტრეტებად აქცევს

veon
veon

ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიის მკვლევარების შექმნეს ალგორითმი – DeepFaceDrawing, რომელიც საშუალებას იძლევა ადამიანის სახის მონახაზი ფოტორეალისტურ პორტრეტად ვაქციოთ. ტექნოლოგიის გამოყენების ერთ-ერთ სასარგებლო გზად კი შეგვიძლია საგამოძიებო მიზნები მივიჩნიოთ. უფრო კონკრეტულად, ეჭვმიტანილების ფოტორობოტების ხატვის პროცესი. აღსანიშნავია, რომ ეს ამ მიმართულებით არსებული პირველი ტექნოლოგია არაა, თუმცა, წინამორბედებისგან განსხვავებით, გამოსახულების საწარმოებლად ნაკლები დეტალი სჭირდება.

როგორც ნაშრომში ვკითხულობთ, image-to-image გარდაქმნის ტექნიკებით შესაძლებელია სწრაფად გარდავქმნათ ჩანახატი პორტრეტად, თუმცა, ამისთვის უამრავი ცალკეული და თანაც, პროფესიონალური ჩანახატია საჭირო. ამ პრობლემის გადასაჭრელად, როგორც ქვემოთ მოცემულ ვიდეოში ხედავთ, მკვლევარებმა გადაწყვიტეს კონტურების გავლებისა და მათთვის ფოტორეალისტური გამოსახულების შესაბამების პროცესი რეალურ დროში გაეხადათ შესაძლებელი. მათი მეთოდით, პროგრამის ერთ ფანჯარაში თქვენ ავლებთ კონტურებს, მეორე ფანჯარაში კი ალგორითმი შესაბამის გამოსახულებებს გთავაზობთ.

ჯერჯერობით, კვლევის ფარგლებში, ავტორებმა 17000 ჩანახატი და მათი შესაბამისი პორტრეტი შექმნეს. ცნობილია, რომ ტექნოლოგიას ივლისში, კონფერენცია SIGGRAPH-ზე წარადგენენ.

რეზო შელია

რეზო შელია – #პირველისამსახური

LIVE Branding-ს ახალი ლოგო და გეგმები აქვს, ანუ სააგენტოსა და ალექსი ჩიქოვანის ცოცხალი ამბავი