in

DeepMind-ის ახალი AI ფეხბურთის თამაშს სწავლობს

*DeepMind-ის მკვლევრებმა რამდენიმე წლის წინ განავითარეს ხელოვნური ინტელექტი, რომელმაც ჭადრაკსა და გოში ადამიანი დაამარცხა. ახლა კი კომპანია ფეხბურთის მოედნის დაპყრობას ცდილობს — ანუ, აანონსებს ახალ AI-ს, რომელსაც ფეხბურთის თამაში შეეძლება.

კომპანიამ 31 აგვისტოს გამოაქვეყნა ნაშრომი და თან დაურთო ბლოგ-პოსტი NPMP-ის (new neural probabilistic motor primitives) შესახებ. ეს არის მეთოდი, რომლითაც ხელოვნური ინტელექტი ფიზიკური ობიექტების მართვას სწავლობს.

„NPMP არის ზოგადი დანიშნულების მოძრაობის მაკონტროლებელი მოდული, რომელიც მოტორულ განზრახვებს, ქცევებს საკონტროლო სიგნალებად აქცევს. ხოლო მისი გავარჯიშება ოფლაინ ან RL-ს მეშვეობით ხდება, MoCap-ის მონაცემებზე დაყრდნობით. ამ მონაცემებს კი ადამიანებზე ან ცხოველებზე დამაგრებული მოწყობილობები აგროვებს“, — წერია ბლოგ-პოსტში.

მკვლევართა მიერ განვითარებულ AI-ს ფიზიკური სიმულაციის პირობებში სხვადასხვა ვიდეოს ყურებით შეუძლია კონკრეტული დავალებების შესრულება. რობოტებისა და ფიზიკური ობიექტების სამართავად, ხელოვნური ინტელექტი რეალური ცხოვრებისთვის თუ სხვადასხვა ტიპის გამოწვევისთვის უნდა მოამზადონ, რადგან „მოედანზე ყოფნისას ყველაფერი შეიძლება მოხდეს“. შესაბამისად, მანქანები მზად უნდა იყოს გრავიტაციისთვის, სრიალა ზედაპირებისთვის და მათ საქმეში სხვების დაუგეგმავი ჩარევისთვის.

შედეგად მიიღეს ვირტუალური ჰუმანოიდი ავატარი, რომელიც კვლევის საწყის ეტაპზე მოედანზე ძლივს მოძრაობდა, თუმცა ვარჯიშის შედეგად მნიშვნელოვნად დაიხვეწა — მისი სირბილი დროც გაიზარდა და უკეთაც შეუძლია იმის პროგნოზირება, თუ საითკენ წავა ბურთი. ეს კოორდინირებული ჰუმანოიდური ფეხბურთელების გუნდის შექმნის შესაძლებლობას იძლევა. საუბარია გუნდებზე, რომლებიც კომპლექსურ ქცევას გამოავლენენ, რაოდენობრივად განსაზღვრულია მთელი რიგი ანალიზისა და სტატისტიკის საფუძველზე.

Rolls-Royce-ის Black Badge მოკლემეტრაჟიანი ვესტერნის მთავარი გმირია

როგორ უნდა შეადგინოთ ბიუჯეტი ეკონომიკური კრიზისის დროს?