in

DeepMind პროგრამისტებს უხილავი პრობლემების გადაჭრაში დაეხმარება

ის ძირითადი ამოცანების ავტომატიზაციაში დაგვეხმარება

DeepMind-მა ხელოვნური ინტელექტის ალგორითმი შექმნა, რომელსაც კოდის გაწერა, უხილავი პრობლემების გადაჭრა შეუძლია. იდეა პერსპექტიულია და ის სამომავლოდ ძირითადი ამოცანების ავტომატიზაციაში დაგვეხმარება. 

დღეს კოდირება ბევრისთვის საინტერესო ამოცანაა და ამ თემისადმი ყურადღებაც მაღალია. კოდი არის ენის, ლოგიკისა და პრობლემის გადაჭრის შერწყმა, რომელიც კომპიუტერის შესაძლებლობებს უნდა ერგებოდეს და გასატეხად რთული იყოს. ტექნოლოგიური ჰოლდინგის Alphabet შვილობილი კომპანია DeepMind კი, მიზნად ისახავს, ხელოვნური ინტელექტის შექმნას, რაც შეიძლება მეტი ფორმით, რათა კოდირებაში არსებული ამოცანების ამოხსნა შეძლოს. 

როგორია DeepMind-ის შედეგი?

დომენის დასაკავებლად, DeepMind-მა ახალი მოდელი GitHub ბიბლიოთეკების კოდირების პრობლემების კრებულისა და მათი გადაწყვეტილებების გამოყენებით შექმნა. შემდეგ კი Codeforces-ის 10 კონკურსში ჩართო. DeepMind-მა საშუალო შედეგი აჩვენა, რაც მანქანათმცოდნეობის მოდელის პირველი მცდელობისთვის გასაოცარია.

ამბობენ, რომ AlphaCode-ის შედეგებმა მოლოდინს გადააჭარბა და მან კონკურენტულ გარემოში საკმაოდ კარგი პოზიცია დაიკავა.

DeepMind-ის მოდელს შეუძლია ერთდროულად გააანალიზოს, გაიგოს რთული წერილობითი გამოწვევა და წარმოქმნას თანმიმდევრული, გამოსადეგი პასუხი. დღეს კი იგი ცდილობს გააუმჯობესოს არსებული შედეგები, რათა მომავალში პროგრამისტებს პროდუქტიულობის გაზრდაში დაეხმაროს. 

ტუდუმ! – სანახაობის მომასწავებელი ხმა, რომელზეც Netflix-ის კამპანია შეიქმნა

HT Solutions-ის მორიგი წარმატებული პროექტი – საქართველოს ბანკის აიტი ინფრასტრუქტურის ტრანსფორმაცია