DeepMind-ის უახლესმა AI მოდელმა, სახელწოდებით DeepNash, თამაშ Stratego-ში მოწინააღმდეგის დამარცხება ისწავლა. ეს არის თამაში, რომელშიც ორი მოთამაშე ცდილობს, მტრის დროშა ჩაიგდოს ხელში. შესაძლოა, საერთოდაც არ იყოთ აღნიშნული თამაშით დაინტერესებული, მაგრამ მთავარი აქცენტი აქ ხელოვნური ინტელექტის განვითარების დონეზეა — როგორც ჩანს, მსგავსი სისტემების უნარები სულ უფრო იხვეწება და უმჯობესდება.
Stratego მოთამაშეებისგან მოითხოვს, 40 დამალული დეტალი ამოიცნობს. ეს კი მას სხვა სამაგიდო თამაშებისგან განასხვავებს — ანუ, მათგან, რომლებსაც უკვე ფლობს ხელოვნური ინტელექტი. როგორც DeepMind განმარტავს, „სტრატეგო არასრული ინფორმაციის თამაშია, რაც ნიშნავს, რომ თითოეულმა მოთამაშემ შესაძლო შედეგები და გადაწყვეტილების მიღების პროცესი უნდა დააბალანსოს“.
ცხადია, მსგავსი პრინციპი მეტად ართულებს თამაშს, თუმცა DeepNash-მა იმდენად კარგად გაართვა მას თავი, რომ ყველა დროის საუკეთესო მოთამაშეების სამეულშიც კი მოხვდა. ამისათვის AI-მ „არაპროგნოზირებადი სტრატეგია“ შეიმუშავა, რაც დეტალების განლაგების ამოცნობასაც მოიცავდა. თანაც, სისტემამ მეტოქის ბლეფიც კი ისწავლა.
„DeepNash-ის თამაშის დონემ გამაოცა არასდროს მსმენია ხელოვნური სტრატეგოს მოთამაშის შესახებ, რომელიც გამოცდილი ადამიანის მსგავსად ითამაშებდა“, — აღნიშნავს ვინსენტ დე ბური, Stratego-ს მსოფლიო ჩემპიონი.