in

როგორია AI ბრენდინგის ხელწერა, რომელიც DeepSeek-მა შემოიტანა დიზაინში

ჩინური AI კომპანია DeepSeek ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში სერიოზუულ ფონს ქმნის მას შემდეგ, რაც ლამის ერთ ღამეში მოიპოვა პოპულარობა. ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტმა Apple-ის App Store-ში პირველი ადგილი დაიკავა ისეთ კონკურენტებზე წინ, როგორებიც არიან OpenAI-ის ChatGPT და Google-ის Gemini. ეს ყველაფერი კი შედარებით მცირე დროისა და ბიუჯეტის პირობებში. თუმცა, არსებობს კიდევ ერთი გზა, რითიც DeepSeek ჩუმად ამერიკელ კონკურენტებს აჯობებს: ეს მისი ბრენდინგია.

BOG
BOG

გასულ კვირას DeepSeek-მა გამოუშვა თავისი ღია კოდის მქონე ჩატბოტის განახლებული ვერსია – DeepSeek-V3. ის ChatGPT-4-ისა და Meta-ს Llama-ს მსგავსად მუშაობს – მიუხედავად იმისა, რომ იგი მხოლოდ რამდენიმე თვეში შეიქმნა, დაბალი სიმძლავრის აპარატურაზე გაიწვრთნა და მხოლოდ 6 მილიონი დოლარი დაჯდა (ChatGPT-მ მხოლოდ უახლეს ვერსიაზე 100 მილიონი დოლარი დახარჯა).

Twitter-ის ლურჯი ჩიტის სიმბოლოს შემქმნელი, მარტინ გრასერი თვლის, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში ბრენდინგში ინდივიდუალობისა და ემოციის ნაკლებობა იყო.

მრავალ კულტურაში ვეშაპები ასოცირდება სიბრძნესთან, ძალაუფლებასთან და კეთილდღეობასთან. ვეშაპის დანახვა ბევრ კულტურაში კარგი მომავლის ნიშანია. კომპანიის კრეატივ დირექტორის თქმით კი, DeepSeek-ი ყოველთვის შიშის ზარს სცემდა სილიკონ ველის, უოლ სტრიტისა და მთავრობის მარეგულირებლებს ამიტომ სტრატეგიულად გონივრულია ლოგოდ საყვარელი პატარა ვეშაპის გამოყენება.

საინტერესოა, რომ AI ინდუსტრიაში დომინანტმა კომპანიებმა ბოლო წლების განმავლობაში რამდენიმე მთავარი გრაფიკული იკონი აითვისეს. გვხვდება მინიმალისტური, რობოტებით შთაგონებული ლოგოები, როგორიცაა Replika-ს, Jasper AI-ს და Enzyme-ის. ასევე აბსტრაქტული, მბრუნავი ექვსკუთხედი, რომელმაც განსაზღვრა ისეთი გიგანტები, როგორებიცაა OpenAI, DeepMind და Stability AI.  მეორადი „ნაპერწკლის“ სიმბოლიკას იყენებენ ისეთი კომპანიები, როგორებიცაა OpenAI, Google, Adobe და Grammarly თავიანთი AI ინსტრუმენტების „ჯადოსნურობის“ საჩვენებლად.

რაც უფრო ძლიერი ხდება AI, როგორც ჩანს, Big Tech კომპანიები უფრო მეტად ცდილობენ აჩვენონ, რომ ისინი ინდუსტრიის შემრყევი, საზღვრების დამრღვევი AI „კლუბის“ წევრები არიან, ვიდრე რეალურად გამოარჩიონ საკუთარი ბრენდის იდენტობა. რაც უფრო მეტად მკვიდრდება ეს მომხმარებლების გონებაში, მით უფრო მეტი სტიმული აქვთ ახალ AI კომპანიებს, მიჰყვნენ ნაკადს და უკვე დამკვიდრებულ ვიზუალურ ასოციაციებს დაეყრდნონ.

ინდუსტრიის არსებულ ლოგოებთან შედარებით, DeepSeek-ის მასკოტის მსგავსი მიდგომა საკმაოდ დიდი რისკია. დიზაინერების აზრით, ამ სვლის წარმატება დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ წარმართავს კომპანია საქმიანობას მომდევნო თვეების განმავლობაში – მათ შორის იმაზეც, რამდენად შეესაბამება პროდუქტის გამოცდილება და კომპანიის კომუნიკაციის სტილი მის მეგობრულ ვიზუალს.

წყარო: Fastcompany

Google Search-ს ახალი თამაში დაემატა

რისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ Google-ის ახალი მარკეტინგული მიქს მოდელი