ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებულმა ძალებმა უახლესი ვერტმფრენი გამოცადა, რომელიც საავიაციო საბრძოლო შესაძლებლობებს მნიშვნელოვნად გაზრდის. Lockheed Martin Sikorsky-Boeing SB>1 Defiant-ის პირველი სატესტო მისია წარმატებით განხორციელდა და მისი უპრეცედენტო უნარების დემონსტრაციის საფუძველზე, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ის მომავლის ხომალდია.
Defiant-მა ფრენის დროს, თავისი კოაქსიალური პროპელერების გამოყენებით, 437 კმ/სთ განავითარა, რაც ვერტმფრენის საშუალო სიჩქარეს ორჯერ აღემატება. შვეულმფრენს დამატებით აქვს უკანა როტორი, რომლის დახმარებითაც, სწრაფი შენელება ბიძგისა და ცხვირის აწევის გარეშე შეუძლია. ასე, სტანდარტულ ვერტმფრენთან შედარებით, პილოტის ხილვადობა გაცილებით უკეთესი ხდება. გარდა ამისა, Defiant-ს 60 გრადუსიანი მოხვევის კუთხე აქვს და თავისი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენება 2400 კგ მართვადი მრავალჯერადი გაშვების სარაკეტო სისტემასთან ერთად შეუძლია. პროპელერების კონტროლის Sikorsky X2 ტექნოლოგიის გამოყენებით, Defiant-ს დაბალ სიმაღლეზე ფრენა და მანევრირება შეუძლია, რაც საბრძოლო ზონებში მეტი გადარჩენის შანსს აძლევს.
Defiant X აშშ-ის შეიარაღებული ძალების შორ მანძილზე თავდასხმის თვითმფრინავების (FLRAA) კონკურსისთვის ემზადება. ახალი შვეულმფრენის მიზანი არა მხოლოდ აქამდე გამოყენებადი Black Hawk-ის ჩანაცვლება, არამედ უფრო დიდი საჰაერო შესაძლებლობებისა და ორჯერ მეტი დიაპაზონის უზრუნველყოფაა.
“Defiant X არის ის, რასაც საბრძოლო ბაზების სწრაფი შენება შეუძლია. წყნარ ოკეანეში ეს ძალიან მნიშვნელოვანია. საოპერაციო ხაზები ფართო ტერიტორიაზე განლაგდება – პატარა ბაზები, რომლებიც გემებზე ან კუნძულებზე აშენდება გაცილებით მეტი აქტივობის განხორციელების საშუალებას მოგვცემს. შეზღუდულ რელიეფზე მანევრირებისა და გადარჩენის შესაძლებლობით კი საბრძოლო ძალების მობილიზებას მოწინააღმდეგეზე ოპერატიულად შევძლებთ”, — ამბობს ტონი კრატჩფილდი,აშშ-ის შეიარაღებული ძალების ბოინგ სისტემის ვიცე პრეზიდენტი.