in

პირველი საერთაშორისო web3 კონფერენცია საქართველოში DeGameFi-ს ორგანიზებით ჩატარდება

22-23 ოქტომბერს DeGameFi-ს ორგანიზებით რეგიონში პირველი საერთაშორისო web3 კონფერენცია ჩატარდება. მისი მიზანია, ადგილობრივ და უცხოურ კომპანიებს გააცნოს WEB2–იდან  WEB3-ში ტრანსფორმაციის უპირატესობები და საჭიროება.

DeGameFi ყოველთვიური და ყოველწლიური გლობალური ღონისძიებების ციკლია იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ბლოკჩეინ სისტემა და მისი განვითარება აინტერესებთ. ის აერთიანებს ინვესტორებს, დეველოპერებს, არტისტებსა და ყველას, ვისაც დეცენტრალიზებულ სისტემასთან აქვს კავშირი.

DeGameFi-მ პირველი ღონისძიება 14 აპრილს ტერმინალში ჩაატარა, სადაც 150-ზე მეტმა ადამიანმა მოიყარა თავი. სწორედ აქედან შეიკრა კომპანიის პირველი კომუნა, რომლის აუდიტორიაც დროთა განმავლობაში სულ უფრო იზრდება. 

10-11 სექტემბერს DeGameFi-მ უკვე უმასპინძლა პირველ WEB3 ჰაკათონს, რომელიც Definition-თან და BNB Chain- თან ერთად დააორგანიზა. ღონისძიებაში დეველოპერების 20–მა გუნდმა მიიღო მონაწილეობა, რამაც ახალი სახეები გამოავლინა და 50-მდე web3 დეველოპერი შემატა ინდუსტრიას. არანაკლებ მნიშვნელოვანია ისიც, რომ მონაწილეებს გამოცდილება BNB Chain-მაც გაუზიარა, რაც მათთვის შესანიშნავი შესაძლებლობა გამოდგა.

რაც შეეხება ახლო მომავალში დაგეგმილ ღონისძიებას, ის 5 საკონფერენციო სივრცედ დაიყოფა:

მთავარი საკონფერენციო სივრცე მთლიანად დაეთმობა სპიკერების გამოსვლებსა და სადისკუსიო პანელებს. ორი დღის განმავლობაში საშუალება გექნებათ 50 – ზე მეტ გამოცდილ და საერთაშორისო დონის სპიკერს მოუსმინოთ, რომლებიც აქტუალურ და მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრებენ

2. ბიზნეს ექსპო სხვადასხვა კომპანიის სტენდს უმასპინძლებს.

3. სტარტაპ კონკურსის მონაწილეებს ექნებათ უნიკალური შესაძლებლობა, გაზარდონ თავიანთი პროექტის ცნობადობა და წარუდგინონ ის მსოფლიო მასშტაბის ექსპერტებს, მათ შორის, ყველაზე ცნობილი კომპანიების აღმასრულებლებს, ინვესტორებს, სექტორის ექსპერტებსა და ვებ3 ეკოსისტემით დაინტერესებულ მხარეებს.

4. ტექ/საგანმანათლებლო ოთახი სპეციალური სივრცეა ტექნიკური საუბრებისთვის. აქ ჩატარდება 2-დღიანი ინტენსიური სემინარები Blockchain-ისა და web3-ის პრიორიტეტული თემების შესახებ.

5. NFT საგამოფენო სივრცეში გაეცნობით მსოფლიო დონისა და ლოკალურ NFT არტისტებსა და პროექტებს, რომელთა ნამუშევრების შეძენაც ყველა სტუმარს შეეძლება.

ღონისძიებას დაესწრებიან:

– 1000+ სტუმარი

მოწვეული ექსპერტ სპიკერები;

სახელმწიფო ინსტიტუტები;

– C-level წარმომადგენლები საერთაშორისო და ადგილობრივი კომპანიებიდან

კონფერენციის მთავარი სპონსორი და პარტნიორია Binance, ასევე CoinsPaid, Fathom Protocol, BlockSquare, BotPlanet, Finco და სხვა მრავალი ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანია, რომელთა სია უფრო დაწვრილებითი შეგიძლიათ იხილოთ DeGameFi-ს საიტზე.

ქართული კომპანიებისთვის, სტარტაპერებისა თუ უბრალოდ სფეროთი დაინტერესებული ადამიანებისთვის  კონფერენცია უნიკალური შანსია, გახდნენ საერთაშორისო კომპანიების პარტნიორები, გაიცნონ სფეროს წამყვანი პირები და დააინტერესონ ინვესტორები. 

ბილეთების შეძენა უკვე შესაძლებელია TKT.GE–ზე.

[პარტნიორის კონტენტი]

კარფური და მასტერქარდი „ერთად ბავშვებისთვის“

რა კავშირია თამაშებსა და მომხმარებელთა გამოცდილების მოდელს შორის?