in

დეინერის ტარგარიენის ინსპირაციით შექმნილი სპორტული ფეხსაცმელი – NIke-ისგან

დრაკონების დედობა, შვიდი სამეფოს დაპყრობა, ღამის მეფის დამარცხება და კანონიერი ტახტის დაბრუნება სახუმარო გმირობები როდია. მით უმეტეს, რომ ამ დროს ფეხებზე დიდი დატვირთვა გადადის. დეინერისზე ზრუნვით მოტივირებულმა Nike-მა ზუსტად ისეთი ახალი სპორტული ფეხსაცმელი შექმნა, საკუთარი გვარის “ბოლო” წარმომადგენელ ლამაზ დედოფალს რომ შეეფერება. ის, თუ რამდენად ვიხილავთ დრაკონისებური ტყავის ზედაპირიან ვარდისფერ ბოტასებში გამოწყობილ დენის მე-8 სეზონში, საეჭვოა, თუმცა, ერთი კი ნამდვილად ცნობილია, თეთრთმიანი ლამაზი გმირით შთაგონებულ ქალბატონებს უკვე შეუძლიათ ამ ფეხსაცმლის შეძენა, სულ რაღაც, $90-ად.

BOG
BOG

გითამაშიათ ბილიარდი კოსმოსში?

საპრეზენტაციო სპექტაკლი, რომელიც უცხოელებს საქართველოს გააცნობს – Welcome To Georgia – The Musical