Infiniti-ის სარეკლამო ფილმში “Deja View” სცენარის ავტორი მაყურებელია. მათ არა მარტო სცენარის მართვა, არამედ მსახიობების ხასიათის შეცვლაც შეუძლიათ.
ინტერაქტიული რეკლამა Q50-ის სარეკლამო კამპანიის ფარგლებში გაკეთდა. სცენარისტობისთვის მაყურებლემა საჭიროა დარეკოს სპეციალურ ნომერზე, სადაც ხუთნიშნა კოდს მიიღებს.
საიტზე ( http://www.infinitiusa.com/deja-view ) კოდის შეყვანის შემდეგ ინტერაქტიული ფილმი იტვირთება, რომელსაც უკვე მაყურებელი მართავს.
სიუჟეტის მიხედვით ქალი და კაცი ახალი Infiniti Q50-ით გაურკვეველი მიმართულებით მიემგზავრებიან. შეთხზული ისტორიის მიხედვით, წყვილს ტელეფონის ნომრის გარდა არაფერი არ ახსოვს.