ალბათ, არაერთხელ გქონიათ ისეთი განცდა, თითქოს კონკრეტულ სიტუაციაში ადრეც ყოფილხართ. ზოგჯერ შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ უკვე მომხდარ სცენარს იმეორებთ… ეს ფენომენი, რომელიც ცნობილია, როგორც დეჟა ვუ, დიდი ხანია, ფილოსოფოსებს, ნეირომეცნიერებს და მწერლებს აწუხებთ.
1800-იანი წლების ბოლოდან დაწყებული, მრავალი თეორია არსებობდა იმის შესახებ, თუ რას შეიძლება გამოეწვია დეჟა ვუ — ანუ, ფრანგულად „უკვე ნანახი“. ხალხი ფიქრობდა, რომ ეს ფსიქიკურ დისფუნქციას ან ტვინის რაიმე სახის პრობლემას უკავშირდებოდა. ან, დროებით შეფერხებას ადამიანის მეხსიერების ნორმალურ ფუნქციონირებაში. თუმცა მიუხედავად ამ მრავალფეროვანი მოსაზრებებისა, საიდუმლო კვლავ საიდუმლოდ რჩებოდა.
პარანორმალურობიდან მეცნიერებამდე
ამ ათასწლეულის დასაწყისში მეცნიერმა ალან ბრაუნმა გადაწყვიტა, განეხილა ყველაფერი, რაც კი მკვლევრებს ოდესმე დაუწერიათ დეჟა ვუზე. ბევრი მიმოხილვა ერთგვარ „პარანორმალურ ხასიათს“ ატარებდა, რაც ზებუნებრივთანაა დაკავშირებული — ისეთ რაღაცებთან, როგორიცაა წარსული ცხოვრება ან ფსიქიკური შესაძლებლობები. თუმცა მან აღმოაჩინა კვლევებიც, რომლებშიც უბრალო ადამიანები მონაწილეობდნენ.
ყველა ან ნამუშევრის შეჯამებით, ბრაუნმა რამდენიმე რამდენიმე ძირითადი ინფორმაცია მიიღო დეჟა ვუს ფენომენის შესახებ. მაგალითად, მან დაადგინა, რომ ადამიანების დაახლოებით ორი მესამედი განიცდის დეჟა ვუს ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე. ამასთან, მისი ყველაზე გავრცელებული ტრიგერი გარემო ან ადგილია, რის შემდეგაც რეიტინგში საუბარი მოდის.
გარდა ამისა, ბრაუნმა სამედიცინო ლიტერატურიდან მოიხსენია მინიშნებები, რომლებიც დეჟა ვუსა და ტვინში კრუნჩხვით აქტივობის გარკვეულ ტიპებს შორის შესაძლო კავშირს ხედავს.
დეჟავუს შემოწმება ფსიქოლოგიურ ლაბორატორიაში
ბრაუნის ნამუშევრების შთაგონებით, კვლევითმა ჯგუფმა ექსპერიმენტების ჩატარება დაიწყო, რომლებიც დეჟა ვუს შესაძლო მექანიზმების შესახებ არსებული ჰიპოთეზების შემოწმებას ემსახურებოდა. მეცნიერებმა თითქმის საუკუნოვანი ჰიპოთეზა გამოიკვლიეს, რომლის თანახმადაც, დეჟა ვუ შეიძლება მოხდეს, როდესაც სივრცითი მსგავსებაა მიმდინარე და თქვენს მეხსიერებაში დალექილ სივრცეს შორის. ფსიქოლოგებმა ამას გეშტალტის ნაცნობობის ჰიპოთეზა უწოდეს.
მაგალითად, წარმოიდგინეთ, რომ ავადმყოფი მეგობრის მოსანახულებლად მიდიხართ პალატაში. მიუხედავად იმისა, რომ აქამდე არასდროს ყოფილხართ ამ საავადმყოფოში, გაოცებული ხართ იმ გრძნობით, რაც გაქვთ. ამ დეჟა ვუ გამოცდილების მთავარი მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ სცენას, მათ შორის ავეჯისა და კონკრეტული ობიექტების სივრცეში განთავსება, იმავენაირი განლაგება აქვს, როგორც სხვა კლინიკებს.
ამ იდეის ლაბორატორიაში შესასწავლად მკვლევართა გუნდმა ვირტუალური რეალობა გამოიყენა. შედეგად, გარემოს მანიპულაცია შეძლეს — ზოგიერთს ერთნაირი სივრცითი სტრუქტურა ჰქონდა, მაგრამ რაღაც დეტალები განასხვავებდა.
როგორც ვარაუდობდნენ, დეჟა ვუ უფრო ხშირად ხდებოდა, როდესაც ადამიანები იმყოფებოდნენ სცენაზე, რომელიც ელემენტების იგივე სივრცით განლაგებას შეიცავდა, როგორც ადრე ნანახი სცენები.
შედეგად, ეს კვლევა ვარაუდობს, რომ დეჟა ვუს ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორი შეიძლება იყოს ახალი გარემოს სივრცითი მსგავსება იმ გარემოსთან, რომლის შეგნებულად გახსენებაც შეუძლებელია. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ სივრცითი მსგავსება დეჟა ვუს ერთადერთი მიზეზია. დიდი ალბათობით, ამაზე ბევრი ფაქტორის ერთდროული სინთეზი მოქმედებს… ამჟამად მიმდინარეობს დამატებითი კვლევა, რათა სწორედ სხვა რეალური ფაქტორები იქნას შესწავლილი.