in

„დეკა დეველოპმენტი” – ხარისხზე ორიენტირებული კომპანია, რომელიც „ანაგისა” და „ჯითისის” ძალისხმევით შეიქმნა

სამშენებლო ინდუსტრიაში ყველაზე მნიშვნელოვანი ხარისხია. შეიძლება თქვათ, რომ ეს ნებისმიერ საქმეში ასეა და დაგეთანხმებით, თუმცა შენობა თუ ხარისხიანად არაა აშენებული, პირდაპირ აისახება მისი მომხმარებლის კეთილდღეობაზე, ამიტომ სამშენებლო კომპანიები მაქსიმალურად უნდა ეცადონ, უმაღლესი სტანდარტები დაიცვან. 

მაგალითისთვის, ასეთ სტანდარტებს უკვე მრავალი წელია ორი დიდი ორგანიზაცია მიჰყვება საქართველოში: „ანაგი” და „ჯითისი ჯგუფი”. ორივე მათგანი წლების გამოცდილებითაა წარმოდგენილი – „ანაგი” 1989 წელს დაარსდა, „ჯითისი ჯგუფი” კი 2010 წლიდან საქარგილე მასალების ერთ-ერთი უმსხვილესი იმპორტიორია ქვეყანაში.

„ანაგის” რიგებშია ისეთი პროექტები, როგორებიცაა: ბათუმის საფეხბურთო სტადიონი „აჭარაბეთ არენა”, ბათუმის ჰილტონი, სავაჭრო და გასართობი ქალაქი „ისთ ფოინთი”, გალერეა თბილისი და მრავალი სხვა. კომპანიას 200-ზე მეტი დამკვეთი და 3000-მდე თანამშრომელი ჰყავს.

რაც შეეხება „ჯითისის”, ის მომხმარებელს საყალიბე სისტემებს, სამშენებლო ფანერას, კოჭს, დგარს, ხარაჩოს, უსაფრთხოების სისტემებსა და სხვადასხვა დანიშნულების სამშენებლო მასალებს სთავაზობს. ჰყავს სერტიფიცირებული ინჟინრები და სპეციალისტები და პარტნიორობს არაერთ დიდ კომპანიასთან. მათ შორის: Doka, Sveza, Plyterra, Alfix, Gherardi და Extraform. 

„ანაგიმ” და „ჯითისიმ” 2019 წელს გადაწყვიტეს, თავიანთი ძალები გაეერთიანებინათ და დააარსეს ახალი კომპანია – „დეკა დეველოპმენტი”. დაარსების დღიდან „დეკა დეველოპმენტი” წარმატებასა და ხარისხზეა ორიენტირებული, აქვს უკვე დასრულებული მასშტაბური პროექტი „დეკა მუხიანი” და ამჟამადაც მუშაობს ერთობლივად რამდენიმე პროექტზე: „გარემო დიღომი”, „დეკა დიდი დიღომი” და „დეკა ვერონა”. აღსანიშნავია, რომ „დეკა დეველოპმენტის” ყველა პროექტი სრულად დაფინანსებულია.

გარემო დიღომი პრემიუმ ხარისხის 23-სართულიან საცხოვრებელ კომპლექსს მოიაზრებს, სადაც ადამიანისთვის საჭირო ყველა პირობა გათვალისწინებულია და მოსახლეს დამატებითი საზრუნავი არ ექნება იმაზე, თუ სად დააპარგინგოს მანქანა, სად გაისეირნოს შვილებთან ერთად, როგორ დაკავდეს სპორტული აქტივობით და სხვა. 

როგორც კომპანიაში გვეუბნებიან, ისინი მისდევენ გამოთქმას – „სახლი ეზოდან იწყება”, რაც გულისხმობს, რომ საცხოვრებელ კომპლექსს ეზოში ფეხბურთის, ჩოგბურთისა და კალათბურთის სპორტული მოედანი, კარდიო ვარჯიშებისთვის კი – ველო და სარბენი ბილიკები აქვს მოწყობილი. ამასთან, ეზო არის ეკომეგობრული, რომელიც 7000 კვ.მ გამწვანებულ, რეკრეაციულ ზონას მოიცავს, რაც როგორც უფროსების, ისე ბავშვებისთვის არის მნიშვნელოვანი. რადგან ბავშვები ვახსენეთ, იმასაც მოგახსენებთ, რომ ამავე ტერიტორიაზე საბავშვო მოსასვენებელი სივრცეც დაგხვდებათ, რომელიც პატარებისთვის საჭირო ატრიბუტიკითაა აღჭურვილი და, რაც მთავარია, სრულიად უსაფრთხოა. ზაფხულის ცხელ დღეებში კი გაგრილებას აუზზე შეძლებთ, რომელიც აქვე მდებარეობს.

კომპლექსს აქვს სამდონიანი ავტოფარეხი, რომელიც 167 დახურული და 27 გარე ავტოსადგომითაა აღჭურვილი.

რაც შეეხება მეორე მიმდინარე პროექტს, ასევე დიდ დიღომში, „დეკა დიდი დიღომი”, ის 11-სართულიან საცხოვრებელ კომპლექსს მოიცავს. კომპანია ამ კომპლექსში კომფორტულად დაგეგმარებულ ბინებსა და გამორჩეულ ექსტერიერს სთავაზობს. ბინების მოცულობა 33 კვ.მ-დან იწყება და მზარდია. 

მშენებლობის პროცესში ეკოლოგიურად სუფთა და ენერგოეფექტური სამშენებლო მასალები გამოიყენება, ასევე გერმანული ტექნოლოგიებით დამზადებული ცეცხლმედეგი „იზობლოკი“, რომელსაც ოთხჯერ უფრო მეტი მდგრადობა აქვს სითბოსადმი, ვიდრე ჩვეულებრივ ბლოკს. გარდა ოთახებში სითბოს შენარჩუნებისა, რაც ზამთარში ყველასთვის ასე მნიშვნელოვანია, მცხოვრები კომუნალურ გადასახადებზეც დაზოგავს ბიუჯეტს. 

როგორც უკვე ვახსენეთ, კორპუსს გამორჩეული ექსტერიერი ექნება, რაც, გარკვეულწილად, ტრავერტინის ბუნებრივი ქვითა და ალუკაბონდის ფილებითაა განპირობებული, რომელიც გამოიყენება როგორც სითბოსა და ხმის საიზოლაციოდ, ისე ლამაზი იერსახის მისაცემად. 

„დეკა დეველოპმენტი” ორი კომპანიის გაერთიანებამ შექმნა და უკვე დამოუკიდებელ ბრენდად ყალიბდება. მათ ერთად შექმნეს კვალიფიციური გუნდი, სამშენებლო სფეროში დიდი გამოცდილებით, რომელიც ისეთივე წარმატებით აგრძელებს გზას, როგორც ეს ორი კომპანია ცალ-ცალკე. 

[R]

Warner Bros.-ის საიუბილეო ლოგო ასწლოვან ისტორიას აერთიანებს

„მისია შესრულებულია!“ – როგორ გააცოცხლა Kraken-მა ვიდეოთამაში „არარეკლამურ“ რეკლამაში