სამშენებლო კომპანია „დეკა დეველოპმენტმა” ქართველი ემიგრანტების მხარდასაჭერად სოციალური პასუხისმგებლობის კამპანიას ჩაუყარა საფუძველი, რომლის პირველი და ყველაზე მასშტაბური ნაბიჯიც ისაა, რომ მსახიობ ცუცა კაპანაძეს ბინა გადასცა საჩუქრად! კომპანიაში ღრმად სწამთ, რომ ნებისმიერ ბრენდს შეუძლია სოციუმის უკეთესობისკენ შეცვლა, თუ ამის სურვილი ექნება. ამასთან დაკავშირებით, ის გამოეხმაურა ემიგრაციის თემას, რომელიც საკმაოდ მწვავედ დგას ქართველებისთვის, რადგან მოსახლეობის დიდი ნაწილი ემიგრაციაშია.
შეირჩა კამპანიის თემატური სათაურიც – „სამშობლო შენი სახლია”, რომელიც არ დარჩება მხოლოდ ლამაზ სლოგანად და ფერად ბანერებად. კამპანიის ჭრილში კომპანიამ გადაწყვიტა, ყოველ წელიწადს ერთ ემიგრანტს აუსრულოს ოცნება და დაეხმაროს სამშობლოში დაბრუნებაში.
იმისთვის, რომ დანაპირები რეალობად თავიდანვე ქცეულიყო, 11 მაისს დეკა დეველოპმენტი აშშ-ში, ემიგრანტებისთვის გამართულ სპექტაკლზე გამოვიდა და პირველი ადამიანი, ვისაც პრემიუმ კომპლექსის ბინა აჩუქა, ცუცა კაპანაძე იყო. მომდევნო წლებში კი ცუცა კაპანაძე ჟიურის წევრად მოგვევლინება, რადგან, როგორც კომპანიაში გვეუბნებიან, მას თავად აქვს გამოცდილი ემიგრაციის ტკივილი.
გარდა ამისა, დეკა დეველოპმენტს ემიგრანტებისთვის განსაკუთრებული შეთავაზებები ექნება მუდმივად, კომპანიის ნებისმიერ სამშენებლო პროექტში.
კამპანიაში მონაწილეობას თავისი პირობები აქვს. შეიქმნა FB ჯგუფი „დამიბრუნდი”, რომელშიც ემიგრანტი უნდა გაწევრიანდეს. შემდეგი ეტაპებია განაცხადის ფორმის შევსება და საკუთარი ისტორიის მოყოლა. მოგვიანებით ამ განაცხადებს დეკა დეველოპმენტის ჟიური შეაფასებს და ყოველ წელს ერთ გამარჯვებულს გამოავლენს.
დეკა დეველოპმენტი საქართველოში 2018 წლიდან ოპერირებს და ერთდროულად რამდენიმე პროექტს ახორციელებს. ამჟამად მიმდინარე პროექტებია: დიღომში, დიდ დიღომში, ვარკეთილსა და ლისზე. უახლოეს მომავალში კი 3 ახალი პროექტის დაწყებას გეგმავს.
[R]