გამწვანებული, მშვიდი გარემო, ქალაქის ხმაურისგან მოშორებით, თუმცა ახლოს ყველა საჭირო ინფრასტრუქტურასთან – ის პრიორიტეტებია, რის მიხედვითაც დღეს ადამიანები არჩევანს აკეთებენ საცხოვრებელი სივრცის შერჩევისას. დეკა დეველოპმენტის ახალი პროექტი „Deka Lisi“ სწორედ ამ მოთხოვნებზეა მორგებული და გარდა ამისა, კიდევ ბევრ უპირატესობას სთავაზობს მომავალ მობინადრეებს. პრემიუმ კლასის საცხოვრებელი კომპლექსი ლისის ტბის მახლობლად შენდება. ესთეტიკა და კომფორტი კი ის ორი მთავარი ღირებულებაა, რის გარშემოც პროექტის კონცეფცია ჩამოყალიბდა. სწორედ ამის გათვალისწინებით ეწყობა ტერიტორიაზე სხვადასხვა სივრცეები, როგორიცაა სარეკრეაციო ზონები, სასეირნო და ველო ბილიკები, საფეხბურთო და საკალათბურთო მოედნები, ღია საცურაო აუზი, საბავშვო მოედანი, სივრცეები სხვადასხვა სპორტული აქტივობებისთვის და ასე შემდეგ. ჯამში სარეკრეაციო ზონას 10 000 კვადრატული მეტრი დაეთმობა.
კომპლექსი სამი საცხოვრებელი ბლოკისგან შედგება, სადაც ასევე განთავსდება კომერციული ფართები და 236 ადგილზე გათვლილი დახურული ავტოსადგომი. პროექტში გათვალისწინებულია ელექტრომობილების დატენვისა და ველოსიპედების პარკირების ადგილებიც. უმაღლესი ხარისხის მასალებითა და თანამედროვე სტანდარტებით აშენებული კომპლექსის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა ენერგოეფექტური ფასადი, ალუმინის კარ-ფანჯარა და ამერიკული OTIS-ის ლიფტებია. 24-საათიანი დაცვისა და ვიდეომონიტორინგის სერვისი კი კომპლექსს დაცულსა და უსაფრთხოს ხდის.
პროექტის კონცეფცია გამორჩეულია ასევე არქიტექტურისა და დიზაინის მიმართულებით. ავეჯის სახლი „ვერონას“ უმაღლესი ხარისხის პროდუქციით მოეწყობა ლობი, ხოლო ინტერიერის მოპირკეთება „ვენეტო დიზაინის“ მიერ მოწოდებული კერამიკული მასალებით განხორციელდება.
კომპანია დეკა დეველოპმენტი ბაზარზე 2019 წლიდან ოპერირებს და ამ პერიოდში მის ანგარიშზე 2 დასრულებული და 3 მიმდინარე პროექტია. დეკა დეველოპმენტი სამშენებლო ინდუსტრიის ორი ლიდერი კომპანიის „ანაგისა“ და „ჯითისი ჯგუფის’ დაფუძნებულია, რაც თავისთავად ამ მასშტაბური პროექტების წარმატების გარანტია.
საცხოვრებელი კომპლექსის „დეკა ლისი“ მშენებლობა 24 თვეში დასრულდება. წინასწარი გაყიდვები კი 13 ნოემბრიდან იწყება. განსაკუთრებული შეთავაზება შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.
Deka Lisi – სადაც სიმშვიდე ხვდება კომფორტს!
[R]