in

ახალი კვლევა – დელფინები, გუნდების შესაქმნელად, ერთმანეთის “სახელებს” სწავლობენ

მათ სოციალური გუნდის წევრობის კონცეფცია აქვთ

ქუჩის ბანდის წევრების მსგავსად, მამრი დელფინები გარკვეულ სიტუაციებში თავიანთ მეგობრებს უხმობენ. ახალი კვლევის თანახმად, ისინი ამას პირობითი “სახელების სწავლით” –  სახასიათო სტვენით აკეთებენ.  ასე რომ, დელფინებს გუნდის წევრობის კონცეფციის აღქმა აქვთ და ეს ნათელს ხდის, როგორ ინარჩუნებენ ასეთ რთულ და მჭიდრო კავშირს ერთმანეთთან.

M2
M2

როგორც აღმოჩნდა, მამრი დელფინები წყვილად ან ტრიოდ მოქმედებენ, რასაც მეცნიერები “პირველი რიგის გაერთიანებას” უწოდებენ. ამ გუნდის მთავარი მიზანი გამრავლების უნარის მქონე მდედრის პოვნაა. მეორე რიგის კავშირი კი, უმეტესად 14 დელფინისგან შედგება. ეს გაერთიანება მეტოქე ჯგუფისგან თავდაცვას ემსახურება, რომელიც მდედრი დელფინის “მოტაცებას” ცდილობს.

მაგრამ როგორ ახერხებენ მამრი დელფინები ყველასათვის ყურადღების მიქცევას?

მეცნიერები ირწმუნებიან, რომ ამ ყველაფერში მთავარ როლს სტვენა ასრულებს. ყველა დელფინი დედისგან სწავლობს უნიკალურ, ყველასაგან განსხვავებულ სტვენას, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე გამოარჩევს სხვებისგან. დელფინები ცნობენ და იმახსოვრებენ ერთმანეთის ხმას ისევე, როგორც ჩვენ ვიცით და გვახსოვს ნაცნობების სახელები.

იმისათვის, რომ კვლევა უფრო მეტი თვალსაჩინო ფაქტით განმტკიცებულიყო, მეცნიერებმა ერთი წლის განმავლობაში ოკეანეში, წყალქვეშ დინამიკები მოათავსეს. ამასობაში, მკვლევრები თვითმფრინავიდან ადევნებდნენ დელფინების ქცევას თვალს.

შედეგად აღმოჩნდა, რომ ერთმანეთის სტვენაზე განსაკუთრებული რეაგირება მეორე რიგის გაერთიანების დელფინებს ჰქონდათ – მათ, ვისაც მტკიცე თანამშრომლობის, თავდამსხმელებთან ბრძოლის ისტორია აკავშირებდათ. “დელფინებს სოციალური გუნდის წევრობის კონცეფცია აქვთ, რომელიც მსგავს სიტუაციებში წინა თანამშრომლობის გამოცდილებას ეფუძნება” – ამბობს კვლევის ერთ-ერთი ავტორი.

ეს ყველაფერი არაა – ამ საინტერესო აღმოჩენის მიღმა კიდევ ბევრი “მისტიკური” საიდუმლო იმალება, რის ამოხსნაშიც მეცნიერებს მაღალტექნოლოგიური მეთოდები დაეხმარება.

მაგალითად, მდედრი დელფინებიც სტვენენ. რის შესახებ საუბრობენ ისინი?

შეიძინე Samsung-ის სმარტფონი მხოლოდ ოფიციალური ჰოლოგრამით!

ნახეთ: ჩინური აბრეშუმის ტრადიციით შესრულებული ნამუშევრები