in

Delido — მაიამის პლაჟითა და არქიტექტურით შთაგონებული ბრენდინგი

Delido — ასე ჰქვია მაიმის სანაპიროზე კოქტეილის ღია ბარებს; ახლა კი ამავე სახელწოდებით რომის ბრენდი შექმნეს, რომლის ვიზუალური იდენტობა და შეფუთვაც არტ-დეკოს სტილის ირგვლივ შემუშავდა.

როგორც Intertype Studio-ს დიზაინერები აღნიშნავენ, ბოთლის ვიზუალის შთაგონება Jay Birds-ის უნიკალური ფორმისგან მიიღეს. ფრინველის თავსახური ფუნქციურ როლსაც ითავსებს, როგორც საზომი საშუალება კოქტეილების დასამზადებლად. ხოლო მოთლის დანარჩენი ნაწილი ჩიტის ტანს მოგვაგონებს, ამოკვეთილი ბუმბულის დეტალებით.

ამავდროულად, სასმელს თან ახლავს სასაჩუქრე ყუთი, რომელიც მაიამის სასტუმროების არქიტექტურითაა შთაგონებული. შენობა ბოთლის ეტიკეტზეც ჩანს, მზიანი პლაჟის დეტალებით გარშემორტყმული.

როგორ იქცა Under Armour პატარა ბრენდიდან მილიარდიან კომპანიად

La Dolce Velveeta — ფელინის ფილმით შთაგონებული რეკლამები