in

საკვების მიტანის სერვისი Deliveroo ვერტმფრენ – რესტორანს ხსნის

„უკაცრავად, ერთი წვნიანი მომიფრინეთ“, ან, „ჩაი და ორცხობილა მოვაფრენინოთ, რას იტყვი?!“ ეს, ალბათ, საშუალო სტატისტიკური ინგლისური ხუმრობა იქნებოდა, რომ არა ლონდონში დაფუძნებული საკვების მიტანის სერვისი Deliveroo. კომპანიამ გადაწყვიტა, მომხმარებლებს, არაორდინალური მომსახურება, უფასო მფრინავი რესტორანი შესთავაზოს – მსურველები, კერძებს, 300 მეტრის სიმაღლეზე, პირდაპირ ბორტზე მიირთმევენ.

20 წუთიანი ტური ლონდონის თავზე და სადილი -Deliveroo-ს წარმომადგენლების თქმით, სტუმრებს ევროპის ყველაზე მაღალი რესტორანი “Roocopter One” გაუმასპინძლდება. ასევე იქნება საუზმე, ბრანჩი, ლანჩი და ჩაი ინგლისური დროით, 17:00 საათზე.

ვერტმფრენი რესტორანი ერთი დღით, 9 აგვისტოს გაიხსნება და მსურველებმა წინასწარი რეგისტრაცია უნდა გაიარონ. ტური უფასოა, ამიტომ, კომპანიის წარმომადგენლები ყველას სთხოვენ, ადგილების დაჯავშნას ან მის გაუქმებას დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდონ.

რესტორანი Deliveroo-ს, ვერტმფრენების კომპანია Charter-A-სა და საკომუნიკაციო სააგენტო Talker Tailorის ერთობლივი პროექტია. მათი კოლაბორაცია ლონდონში არ სრულდება – მალე “Roocopter One” ედინბურგში, ჰონგ კონგსა და სიდნეიში გამოჩნდება.

საქართველო საერთაშორისო პლატფორმა Condé Nast Traveller-ზე

როგორ გავფრინდეთ დრონთან ერთად, ანუ DJI-ს ახალი, FPV სისტემა