in

ახალი Dell Latitude და Vostro — კომფორტული მუშაობისთვის შექმნილი ლეპტოპები

Dell Technologies მომხმარებლებს ლეპტოპების ფართო არჩევანს სთავაზობს, რათა ყველა საჭიროების დაკმაყოფილების შესაძლებლობა შექმნას. ათწლეულების განმავლობაში Vostro, Latitude და Precision ხაზების ევოლუცია ვიხილეთ. ამჟამინდელი Inspiron და XPS მოდელებიც არ ჩამორჩენილა პროგრესს. თანაც, კომპანია არ ივიწყებს გეიმერებს, რომლებსაც G-სერიის და Alienware მოწყობილობებს შორის შეუძლიათ არჩევანის გაკეთება.

ამ სტატიაში კი Latitude და Vostro ლეპტოპების უახლეს ხაზებს გაგაცნობთ, რომლებიც მოწინავე ჭკვიანი ფუნქციებითაა აღჭურვილი.

Dell Latitude — ჭკვიანი ოფისი, სადაც გსურთ

Dell Latitude-ის განახლებული ხაზი მდიდრულ ნოუთბუქებს წარმოგვიდგენს. ეს გამძლე და მობილური მოწყობილობებია, რომლებიც ყოველდღიური სამუშაოების კომფორტულად შესასრულებლადაა განკუთვნილი. ისინი განსაკუთრებით მოთხოვნადი იქნება მათთვის, ვინც ძირითადად გარეთ იმყოფება და იქიდან მუშაობს. ამ ხაზში საკმაოდ ბევრი მოდელია — დაწყებული Latitude 3330 ლეპტოპით, დასრულებული Latitude 9430-ით.

თუმცა Dell Latitude 5000 სერიის მოდელები ყველაზე საინტერესოა, მათი შესანიშნავი შესრულების მახასიათებლებისა და საკმაოდ ხელმისაწვდომი ფასის გამო. Latitude 5430 და 5530 ხელმისაწვდომია მხოლოდ კლასიკური ვერსიით და შემდეგი თაობის Alder Lake U და P-სერიების (Latitude 5530) Intel Core პროცესორებითაა აღჭურვილი — 15W და 28W შესაბამისობით. გარდა ამისა, ეს ხაზი მოიცავს Latitude 5431 და 5531 მოდელებს, მაღალი ხარისხის 45W H-სერიის პროცესორებით.

საგულისხმოა, რომ ამ ლეპტოპებს დისკრეტული გრაფიკა არ გააჩნია (გარდა Latitude 5530-ისა, რომელიც სურვილისამებრ ხელმისაწვდომია NVIDIA GeForce MX550 გრაფიკით). თუმცა ეს ფუნქცია საერთოდ არ არის საჭირო, რადგან Iris Xe ინტეგრირებულმა გრაფიკა ძალიან გამოსადეგია საოფისე ამოცანებისთვის. ლეპტოპები აღჭურვილია 14 და 15.6 დისპლეით, შესაბამისად, 1366×768 ან 1920×1080 პიქსელის გარჩევადობით, 4K-მდე Latitude 5530-ზე.

გარდა ამისა, მოწყობილობებს FHD ინფრაწითელი კამერა ახლავს თან. ეს უკანასკნელი EMZA ტექნოლოგიას უჭერს მხარს, რომელიც აპლიკაციების გამოყენების საშუალებას იძლევა, მომხმარებლის გამოცდილებისა და კონფიდენციალურობის გასაუმჯობესებლად. თანაც, კამერა მუშაობს Dell Optimizer-თან, ინტეგრირებული AI პროგრამული უზრუნველყოფის კომპლექტთან, მათ შორის:

  • ეკრანი ბნელდება, როდესაც მომხმარებელი ეკრანს მზერას აშორებს. ხოლო, როცა მისი მზერა ეკრანისკენ არის მიმართული, პირვანდელ სიკაშკაშეს უბრუნდება;
  • მომხმარებლის უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად, სისტემა ცნობს, უყურებს თუ არა ვიღაც გვერდით მყოფი ეკრანს და ავტომატურად ბუნდოვანდება, რათა სენსიტიური ინფორმაცია დამალოს;
  • უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად და ენერგიის დაზოგვის მიზნით, მომხმარებლის ყოფნის ალგორითმები უზრუნველყოფს ლეპტოპის გაღვიძებისა და დაბლოკვა/განბლოკვის შესაძლებლობებს.

ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ხელოვნური ინტელექტისა და მანქანური სწავლების გამოყენება აპლიკაციის, ბატარეის მუშაობისა და აუდიო ხარისხის ავტომატურ მუშაობას მნიშვნელოვნად აუმჯობესებს. ამასთან, ხმაური ინტელექტუალური შემცირება და ავტომატური „დადუმება“ კოლეგებთან ურთიერთობასაც აადვილებს ვიდეო კონფერენციების დროს. ხოლო ინტელექტუალური დაკავშირების ფუნქციები, როგორიცაა ExpressConnect, პრიორიტეტულად ანიჭებს თქვენს აპლიკაციებს სიჩქარეს.

Dell Latitude 5000 სერიის ყველა მოდელი, გარდა Latitude 5330-ისა, 64 GB DDR4 3200 MHz RAM-მდე და 2TB PCIe NVMe SSD-მდე უჭერს მხარს. ისინი შეიძლება უახლესი Wi-Fi 6E და LTE მოდემებით იყოს აღჭურვილი. ასევე აღსანიშნავია, რომ ახალი Latitude 5000 სერიის ლეპტოპები Dell-ის ყველაზე ეკოლოგიურად სუფთა ლეპტოპებია. წარმოებაში მდგრადი მასალების გამოყენების გარდა, მათი შეფუთვა დამზადებულია 100% გადამუშავებული ან განახლებადი მასალებისგან და 100% გადამუშავებადია.

Dell Vostro — თქვენი სამუშაო ადგილი არასოდეს ყოფილა ასეთი პროდუქტიული

სამუშაო ლეპტოპის ძებნისას რამდენიმე საკითხი გასათვალისწინებელი — მკაფიო გარჩევადობის და დიდი ეკრანის მქონე კომპიუტერი, რათა თვალი არ დაიღალოს მასზე ხანგრძლივი მუშაობის შემდეგ. ასევე, დიდი ყურადღება უნდა მიაქციოს დამუშავების სიმძლავრეს. ახალი Vostro 5620 (იკვებება Alder Lake-ის უახლესი თაობის Intel Core პროცესორებით) და Vostro 5625 (AMD Ryzen 5000 სერიის პროცესორებით) შესანიშნავი არჩევანია ამ მოთხოვნებისთვის. ეს არის პირველი ნოუთბუქები Vostro-ს ხაზში, რომლებსაც 16-დიუმიანი თხელი დისპლეი და მორგებული, მაგრამ ძალიან კომფორტული 16:10 ასპექტის თანაფარდობა აქვს. ეს კი მეტი კონტენტის ერთდროულად ნახვის საშუალებას იძლევა.

ამასთან, ნოუთბუქი აღჭურვილია ტექნოლოგიებით, რომლებიც ეკრანის დაბნელებას და ციმციმს ამცირებს. ხოლო ComfortView-ს მინიმუმამდე დაჰყავს მავნე ლურჯი შუქის გამოსხივება. ლეპტოპს FHD კამერაც აქვს, ფართო დინამიკური დიაპაზონით და წყვილი მიკროფონით, რომელიც ხმის უმაღლეს ხარისხს უზრუნველყოფს.

15 MIL-810H სამხედრო ტესტებით, ეს მიმზიდველი ფასიანი, ძლიერი და ელეგანტური მოწყობილობა შესანიშნავი არჩევანია მათთვის, ვისაც სამუშაო მოწყობილობებისგან მაქსიმალური კომფორტის მიღება სურთ. Vostro 5620 შეიძლება აღიჭურვოს მე-12 თაობის Intel პროცესორით Core i7-1260P-მდე, რომელიც 12-ბირთვიანი და 16-ძაფიანი დიზაინით გამოირჩევა. ეს ლეპტოპს ეხმარება, მაღალ შესრულებას და ბატარეის ხანგრძლივ გამძლეობას მიაღწიოს.

თანაც, მათთვის, ვინც AMD პროცესორებს ანიჭებს უპირატესობას, Vostro 5625 მოდელი ხელმისაწვდომია იმავე სპეციფიკაციებით. ლეპტოპების ამ ხაზს ასევე აქვს TPM 2.0 (Trusted Platform Module 2.0) კრიპტოგრაფიული მოდული, რომელიც ჰაკერებისგან მონაცემთა დაშიფვრას და დაცვას უზრუნველყოფს.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ნოუთბუქებს 16 გბ-მდე ორარხიანი DDR 3200 MHz ოპერატიული მეხსიერების მხარდაჭერა აქვს, მაღალი დონის მულტიტასკინგისთვის. ასევე, შეიძლება, სურვილისამებრ NVIDIA GeForce MX570 დისკრეტული გრაფიკული ბარათით, 2 GB GDDR6 VRAM-ით იყოს აღჭურვილი. გარდა ამისა, ლეპტოპები აღჭურვილია უამრავი პორტით — მათ შორის არის Type-C პორტი, ორი USB 3.2 პორტი, RJ-45 პორტი, ყურსასმენის ჯეკი და SD ბარათის სლოტი. არის HDMI პორტიც კი გარე მონიტორთან ან ტელევიზორთან მარტივი დასაკავშირებლად.

Dell Latitude და Vostro ლეპტოპები არა მხოლოდ უზრუნველყოფს უმაღლეს შესრულებას, არამედ ჭკვიან ფუნქციებსაც. ახალი ელემენტები იდეალურია ყველა ბიზნეს მომხმარებლისთვის, რომელიც ცდილობს საერთო ეფექტურობა გააუმჯობესოს.

გოგო სტატუს-კვოს გარეშე! – სალომე ვაშაკიძის ამბავი „თითქმის ექიმობიდან“ ნიდერლანდურ ბანკამდე

MIT-ის ულტრაბგერითი სტიკერებით რენტგენს თავადვე გადაიღებთ