გასულ წელს დისტანციური მუშაობის მოდელმა კრიტიკული ტესტი წარმატებით გაიარა და დამტკიცდა, რომ ის მუშაობს. ამასთან, ხალხს ჯერ კიდევ სჭირდება რეალური კავშირი, რის გამოც მრავალი კომპანია იწყებს ოპერაციული მოდელების გადახედვასა და ჰიბრიდული მუშაობის წესის გათვალისწინებას.
თავის მხრივ, ოფისსა და ონლაინ მომუშავე პერსონალის ერთდროულად მუშაობა კომპანიებისთვის დიდ გამოწვევას წარმოადგენს. თუმცა Dell Technologies, სახლსა თუ ოფისში მომუშავე მომხმარებლებისთვის ლეპტოპებისა და მონიტორების ახალ ხაზს წარმოგვიდგენს! თითოეული მოდელი შექმნილია როგორც ზემოთ ხსენებული პრობლემის გადასაჭრელად, ისე პროფესიული და პირადი საჭიროებების ფართო სპექტრის დასაკმაყოფილებლად.
ეს არის ეკოლოგიურად სუფთა, AI ტექნოლოგია, ინდუსტრიის წამყვანი ეკრანითა და განსაცვიფრებელი გრაფიკით.
მაქსიმალური შესრულება და მდგრადობა
ახალი Latitude 5421 და 5521 არა მხოლოდ Dell Technologies-ის Latitude სერიის ყველაზე ძლიერი მოდელებია, არამედ ისინი მსოფლიოში ყველა მძლავრი და კომპაქტური მასობრივი ბაზრის კომერციული ნოუთბუქებია. მათში 8 ბირთვიანი მე-11 თაობის Intel H კლასის vPro პროცესორებია ინტეგრირებული, რომლებიც არა მხოლოდ უზრუნველყოფს ბიზნეს კლასის მუშაობას, არამედ მნიშვნელოვნად ზრდის პლატფორმის სტაბილურობას.
ამ სიჩქარეს აძლიერებს Thunderbolt 4 Type-C პორტი, რომელსაც შეუძლია, სწრაფად დაუკავშირდეს პერიფერიულ მოწყობილობებს და რამდენიმე ექსპრეს ფუნქციას, როგორიცაა Express Sign-In. მაგალითად, ეს უკანასკნელი ავტომატურად აფიქსირებს თქვენს სიახლოვეს ყოფნას და მოწყობილობას ძილის რეჟიმისგან “აღვიძებს”.
ამავდროულად, 64 GB DDR4 3200 მეგაჰერცი მეხსიერების მქონე Intel Optane-ით, Nvidia Mx450 დისკრეტული გრაფიკით Latitude 5421 და 5521-ს შეუძლია, ადვილად გაუმკლავდეს ყოველდღიურ და პროფესიულ დავალებებს.
რაც მთავარია, ასეთ სიმძლავრეს პორტატიულობა არ ეწირება… Latitude სერიის ახალი დიზაინი წინა თაობებთან შედარებით უფრო მცირე და მსუბუქია. 5421 და 5521 მოდელებს მსოფლიოში საუკეთესო კვების ელემენტი აქვს. ეს ნაწილობრივ განპირობებულია Dell Optimizer-ით, რომელიც კვების ელემენტის ხანგრძლივობას თქვენი მოხმარების ნიმუშებთან ადაპტირების მეშვეობით ზრდის. ასევე, ეს ხელს უწყობს ყველაზე ხშირად მოხმარებადი პროგრამების ჩართვისა და მუშაობის სიჩქარის გაზრდას. ამას ემატება ComfortView Plus ინოვაციური ტექნოლოგია, რომელიც მავნე ლურჯი სინათლის გამოყოფას ამცირებს – Latitude 5421 და 5521 ზრუნავს თქვენს თვალებზე!
გარდა ამისა, მათთვის, ვინც ცდილობს ნახშირბადის კვალი შეამციროს, კარგი ამბავი გვაქვს – Latitude 5421 და 5521 ეკოლოგიურად სუფთაა. ორივე მოდელი ხის ნარჩენებისგან 21% ბიოპლასტმასს იყენებს. ამასთან, მოდელებში გადამუშავებული პლასტიკური და სამრეწველო ნახშირბადის გამოყენება ხდება 30% და 21%-ის შესაბამისად. გამოდის, ლეპტოპებში გადამუშავებული მასა 71%-ს აღწევს.
იდეალური არჩევანი შემოქმედებისთვის
დღევანდელ სამყაროში კრეატიულობა ყველაფერია. Precision 3561 Mobile Workstation უფრო სწრაფია ვიდრე მისი წინამორბედები და იგი მე-11 თაობისIntel Core და Xeon VPro პროცესორებით საიმედო ენერგიას უზრუნველყოფს. ასევე, მას მაქსიმალური RAM RAM 2 x 32 GB DDR4, 3200 MHz კონფიგურაცია აქვს, რაც პროფესიონალი შემოქმედებისთვის იდეალურ პირობებს ქმნის.
Precision 3561-ს მთელი რიგი დახვეწილი თვისებები აქვს. NVIDIA T1200 4GB-სთან ერთად, რომელიც ნახევრად პროფესიონალურ გრაფიკას გთავაზობთ, ასევე არსებობს 2.5” HDD ან m2 SSD-ის დაყენების შესაძლებლობა. ამასთან, სხვა ასპექტებს განეკუთვნება Express Response, რომელიც პროგრამის მუშაობის ოპტიმიზაციისთვის ხელოვნურ ინტელექტს იყენებს; Express Charge – 35%-ის დამუხტვა 15 წუთში, ან საათში – 80%-ის; და Express Logon, რომელიც მომხმარებლის ახლოს ყოფნას აფიქსირებს და სისტემას “აღვიძებს”.
საგულისხმოა, რომ Intel Wi-Fi 6E და Bluetooth 5.2-ის მქონე 3561-მა მეტი მოწყობილობის დასაკავშირებლად ქსელის გამტარობა გაზარდა, შეამცირა შეყოვნება და ახლა უკეთ რეაგირებს (განსაკუთრებით ვიდეოკონფერენციის დროს). ასევე, იგი აღჭურვილია 2 x Thunderbolt 4 Type C პორტით, 2 x USB 3.1 თაობის პორტით, 1 x HDMI 2.0 პორტით, 1 x RJ-45-ით, ყურსასმენის პორტით და uSD ბარათის წამკითხავით.
მაღალი დეფინიცია, განსაცვიფრებელი ვიზუალი
დიზაინს უდიდესი მნიშვნელობა აქვს Dell Technologies-ისთვის. ეს ნათლად ჩანს მათი ახალი Precision 5560 და 5760 სერიებში. ეს არის მსოფლიოში ყველაზე თხელი და მსუბუქი მობილური სამუშაო სადგურები. ისინი იდეალურია მათთვის, ვინც მაქსიმალურ მობილობასა და ენერგიას ეძებს. თანაც, ორივე მოდელს პრემიუმ დიზაინი აქვს, რომელიც ვირტუალური რეალობის აპლიკაციებთან უპრეცედენტო გამოცდილებას უზრუნველყოფს.
კარგი ფოტო და ვიდეო რედაქტირება მაღალი ხარისხის ეკრანს მოითხოვს. Dell Technologies 5560 და 5760 Precision Series-ს კი ინდუსტრიაში წამყვანი 93%-იანი გამოსახულებისა და კორპუსის თანაფარდობა აქვს. იგი აღჭურვილია 15.6 დიუმიანი და 4 გვერდიანი Infinity Edge 16:10 FHD 500 nits ჩვენებით და Dell Premier Color-ით – სწორედ ამიტომ, ორივე მოდელი იდეალურია პროექტებისთვის, რომლებშიც ფერი პრიორიტეტულია. თითოეულ მათგანს მრავალფეროვანი პალიტრა, 100% AdobeRGB და SRGB ფერთა გამა და მოქნილი, მორგებული ფერები აქვს. მოკლედ რომ ვთქვათ, 5560 და 5760 მომხმარებლებს ნებისმიერი კრეატიული შემოქმედებისთვის სრულყოფილ გამოცდილებას სთავაზობს.
მეხსიერების ყველა საჭიროების დაკმაყოფილება
დისტანციურად მუშაობის ტენდენციის ზრდასთან ერთად, კომპიუტერში არსებული მეხსიერების საჭიროება კიდევ უფრო მნიშვნელოვანია. ამ თვალსაზრისით ეს უკანასკნელი მოდელები ყველაზე ძლიერი და მასშტაბურია. 7560-ისა და 7760-ს ძირითადი მახასიათებლები მოიცავს Tiger Lake H Core i9 Xeon პროცესორებს. ასევე, 3200MHz ECC / NECC DDR4 / 3466MHz SuperSpeed მეხსიერებას შეუძლია, მაღალი დამუშავების ენერგია უზრუნველყოს.
Precision 7000 სერია ახალი, თხელი და მსუბუქი ინდუსტრიული დიზაინით გამოირჩევა. მართლაც. 7560-ს საწყისი წონა მხოლოდ 2.45 კგ-ია და ეს სრულებით არ ახდენს გავლენას მის მუშაობასა თუ მეხსიერების მასშტაბზე. ეს უკანასკნელი 10TB მეხსიერებას NVIDIA RTX A5000 გრაფიკით ინახავს. მისი ახალი დიზაინი კი უფრო ნათელ (600 ნიტიან) ეკრანს და HDR600-მდე გამოსახულებას უზრუნველყოფს 2D განათებით, რომელიც Adobe-ს ფერთა სპექტრს 100%-ით ემთხვევა.
17.3 ინჩიანი FHD/UHD HDR400 ეკრანის, 14 ტერაბიტი მეხსიერებისა და RAID შესაძლებლობის მქონე 7760 მოდელი იდეალურია მათთვის, ვისაც მეტი მეხსიერება სჭირდება სამუშაოდ. ასევე, აღნიშნულ მოდელს 6 უჯრედიანი, 95Wh ლითიუმ-იონური პოლიმერული ბატარეა, რომელიც წინამორბედებთან შედარებით, უფრო დიდხანს მუშაობს.
თანამშრომლობა პირველ რიგში
დისტანციური მუშაობა ჩვენი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა. ამიტომ, Dell Technologies-მა სპეციალურად ვიდეო კონფერენციისთვის განკუთვნილი მონიტორები წარმოადგინა, რომლებიც, პირველ რიგში, თანამშრომლობისვისაა შექმნილი. C2422HE, C2722DE და C3422WE მოდელებს 5 მეგაპრამიანი Windows Hello-ს მქონე pop-up კამერით, მაღალი ხარისხის დინამიკებითა და მიკროფონითაა აღჭურვილი – ყოველი მათგანი Microsoft-ის გუნდის მიერაა სერტიფიცირებული. ამას ემატება კავშირის ფართო პარამეტრები, როგორიცაა RJ-45 და 90W USB-C.
C სერიის ყველა მოდელი 140 მმ სიმაღლემდე რეგულირდება. გაუმჯობესებულია მისი მართვის შესაძლებლობები და დიზაინი – ყველა მავთული დამალულია და მომხმარებლებს სამუშაო მაგიდაზე ხელს არ შეუშლის. გარდა ამისა, USB პორტები მონიტორის ბოლოშია განლაგებული, რაც მარტივ ურთიერთქმედებას უზრუნველყოფს. პორტების ვერცხლისფერი შეფერილობა კი დიზაინის კიდევ ერთ ელეგანტურ დეტალს წარმოადგენს.
ახალი P სერიის მონიტორები – საიმედო და ეკოლოგიურად სუფთა
უნდა აღინიშნოს, რომ Dell Technologies მონიტორების ყველაზე ფართო არჩევანს გვთავაზობს. ახალი P სერიის მონიტორები კი ამ სრული სიის ერთ-ერთი ნაწილია. P2222H, P2422H და P2722H მოდელებს გლუვი კონსტრუქცია, ულტრა თხელი ჩარჩო და უფრო მცირე საყრდენი აქვს, რომლის საკუთარ კომფორტზე მორგებაა შესაძლებელი. გარდა ამისა, შესაძლებელია, ახალი Soundbar SB521A სურვილისამებრ მაგნიტურად მიერთდეს მონიტორის ბაზასთან. ხოლო ჯოისტიკის ინტუიციური და მოსახერხებელი მენიუს კონტროლი მარტივ მუშაობას უზრუნველყოფს.
ყველა მონიტორს მრავალფეროვანი საგარანტიო ვარიანტები აქვს – როგორიცაა მსოფლიო კლასის 3 წლიანი პრემიუმ გაცვლის სერვისი და ProSupport. გარდა ამისა, ეს მონიტორები უახლეს მარეგულირებელ და გარემოსდაცვით სტანდარტებს შეესაბამება.
ფერი და კომფორტი – არანაირი კომპრომისი
სამუშაო დღის დიდ ნაწილს ეკრანთან ვატარებთ. Comfort View Plus-ის საშუალებით, ახალი P სერიის USB-C Hub მონიტორები მავნე ლურჯი შუქის გამოსხივებას ამცირებს და მომხმარებლებს ეხმარება, უფრო ეფექტური და პროდუქტიული მუშაობის პარალელურად მხედველობაც დაიცვან. ორივე P2422HE და P2722HE 99%-იანი sRGB დაფარვითაა აღჭურვილი.
ამასთან, კავშირის ფართო ვარიანტები, როგორიცაა RJ45 და USB-C, P2422HE და P2722HE მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, კომფორტულად ისარგებლონ კომპიუტერით სახლსა თუ სამსახურში. კიდევ ერთი ახალი ფუნქციაა Power Sync. ეს კიდევ უფრო აძლიერებს ეფექტურობას და მონიტორს საშუალებას აძლევს, დაკავშირებულ კომპიუტერთან შეუფერხებლად დაიწყოს მუშაობა, მაშინაც კი, როდესაც ლეპტოპი დახურულია.
ყველა ნიუანსის დაფიქსირება
სურათის ხარისხი ყველაფერია… განსაკუთრებით “სტრიმინგის” ან ვიდეო კონფერენციის დროს. P3222QE შესანიშნავ 31.5 ინჩიან 4K ეკრანს გთავაზობთ, რომელიც 8 მილიონზე მეტი პიქსელითაა აღჭურვილი. P2422HE-სა და P2722HE-ს მსგავსად, მას 99x sRGB დაფარვა აქვს და მომხმარებლებს, კავშირის ფართო სპექტრის საშუალებით, როგორიცაა RJ45 და USB-C, შესანიშნავი სადენიანი კავშირით უზრუნველყოფს.