in

Dell Technologies ახალი მოწყობილობებით ონლაინ მუშაობას უფრო კომფორტულს ხდის!

უკეთესი და უწყვეტი ვირტუალური კავშირი

ტექნოლოგიის პროგრესი და მისადმი მოლოდინები გამუდმებით იცვლება, რის პარალელურადაც ტექნოლოგიური კომპანიები სულ უფრო მეტ სიახლეს გვთავაზობენ. Dell Technologies კი თავისი ახალი ლეპტოპებით, პროგრამებითა და დისტანციური მუშაობისთვის განკუთვნილი მონიტორებით სამუშაო გამოცდილებას ახლებური ხედვით წარმოგვიდგენს.

კომპანია დისტანციური სამუშაო ძალის მხარდაჭერაზე ფოკუსირებულ პროდუქტებსა და პროგრამულ უზრუნველყოფას ქმნის. ისინი ადამიანებს მაქსიმალურად პროდუქტიულ და შეუფერხებელ მუშაობაში ეხმარება, რაც, ალბათ, მთელი პანდემიური წლის განმავლობაში არაერთი ადამიანისთვის პრობლემას წარმოადგენდა. “უკეთესი და უწყვეტი ვირტუალური კავშირი” – შეიძლება, ასეც კი ეწოდოს Dell Technologies-ის ახალი პროდუქტების სერიას.

ჭკვიანი კომპიუტერები ციფრული სამუშაო გამოცდილებისთვის 

Latitude 7520 Dell-ის Latitude 7000 სერიას უერთდება, შედეგად კი უფრო დიდ, 15.6 დიუმიან კონფიგურაციას ვიღებთ. ასევე განახლდა 13.3 დიუმიანი Latitude 7320 და 14 დიუმიანი Latitude 7420. ასევე, ინტეგრირებული მოწყობილობა ComfortView Plus-ის მეშვეობით, ეკრანზე მავნე ლურჯი ფერის გამოსხივება საგრძნობლად მცირდება.

აღსანიშნავია, რომ სამივე მოდელის კონფიგურაცია შესაძლებელია Intel 11th Gen Core i7 vPro პროცესორით და 32 გიგაბაიტიანი მეხსიერების ბარათით. ახალი Dell Latitude 7420 და 7320 კი ხელმისაწვდომია როგორც ლეპტოპის, ისე კონვერტირებადი ვერსიის სახით, რაც მომხმარებლისთვის მეტ მოქნილობას უზრუნველყოფს.

ერთ-ერთი მნიშნელოვანი საკითხი კონფიდენციალურობა და პირადი ინფორმაციის დაცვაა. როგორც ჩანს, კომპანიამ ამაზეც გააკეთა აქცენტირება. ახალ Latitude 7000 სერიას აქვს ე. წ. “კამერის გამომრთველი” და SafeScreen. ასევე, მეტი კომფორტისთვის, PC Proximity Sensor-ის მეშვეობით ლეპტოპი თქვენს ახლოს ყოფნას აფიქსირებს და ავტომატურად ირთვება, რათა დაუყოვნებლივ შეხვიდეთ სისტემაში ინფრაწითელი კამერითა (IR) და Windows Hello-ით. ლეპტოპების ახალ სერიას დამატებითი FHD IR კამერა აქვს. კამერის გაუმჯობესებული ხარისხით, პრემიუმ დინამიკებითა და ინტელექტუალური აუდიოთი, ეს ლეპტოპები ვიდეო კონფერენციის ტექნიკურად ხარისხიანი ჩატარების საშუალებას იძლევა.

ეს ყველაფერი არ არის – კომპანიამ თავის პროდუქტებში ხელოვნური ინტელექტის გამოყენება გადაწყვიტა, რათა მოწყობილობა სრულად მოერგოს კონკრეტული მომხმარებლის საჭიროებებს. ასევე, დისტანციური შეხვედრების ხარისხის გასაუმჯობესებლად, მოწყობილობა ავტომატურად ახშობს გარე ხმაურს.

 

ალბათ, დისტანციური მუშაობისა და შეხვდერების დროს არაერთხელ შეგქმნიათ Wi-Fi-ისთან კაშირის პრობლემა ან მოულოდნელად დაცლილა ლეპტოპის ელემენტი… Dell Technologies-მა ამაზეც იზრუნა – ინტეგრირებული ჭკვიანი კავშირის ფუნქცია, როგორიცაა ExpressConnect, უწყვეტი Wi-Fi ქსელის კავშირს უზრუნველყოფს. ასევე, ExpressCharge Boost-ის მეშვეობით, ლეპტოპი სულ რაღაც 20 წუთში 35%-მდე დაიტენება, ერთ საათში კი 80%-ს გადააჭარბებს.

ინოვაცია მდგრადი განვითარების გზით

კომპანია Dell ყოველთვის ინარჩუნებს ერთგულებას მდგრადი განვითარებისადმი. ახალი Latitude 5000 სერია ამის კიდევ უფრო ცხადი მაგალითია. ეს არის პირველი პერსონალური კომპიუტერი, რომლის დიზაინშიც გენერირებული ნახშრბადის ბოჭკოა გამოყენებული და რომელის ბიოპლასტიკური შემცველობა 21%-ს შეადგენს. შეღებილი ნაწილები 100%-ით მხოლოდ აქროლად ორგანულ ნაერთს შეიცავს, რაც სამუშაო გარემოს ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოს ქმნის.

ამასთან ერთად, თითოეული ახალი Latitude 5320, 5420, და 5520 დადასტურებულია, როგორც EPEAT Gold (ელექტრონული პროდუქტის გარემოს შეფასების ინსტრუმენტი), რაც ხელს უწყობს ენერგიის მოხმარების შემცირებას და გარემოს გადარჩენას.

Latitude 5000 სერიის ეკრანის ზომები 13.3, 14 და 15.5 დიუმია, რომელსაც ლურჯი განათების შესამცირებლად და პროდუქტიული მუშაობის გასაზრდელად ComfortView Plus აქვს. ეკრანი დაკომპლექტებულია ფნქციებით, რომლებიც თქვენს საქმიანობაზე კონცეტრირებას უწყობს ხელს – ოთხმხრივი ვიწრო ჩარჩო, სინათლის საწინააღმდეგო ეკრანი და კამერის გამომრთველი უსაფრთხოებისთვის. FHD კამერას კი დისტანციური კონფერენციები ახალ საფეხურზე აყავს.

ამასთან ერთად, Latitude 5000 სერიას Intel-ის Core i7 vPro პროცესორები აქვს, 64 გიგაბაიტზე მაღალი ოპერატიული მეხსიერებით. რაც შეეხება უსადენო ინტერნეტს, მოწყობილობებს Wi-Fi 6-ისა და Wi-Fi 6E-ის განახლებების მიღება შეუძლია. 4G LTE წვდომა კი იდეალურია მოგზაურობისთვის. ლეპტოპებს ჩამონტაჟებული აქვს 42Wh ან 63Wh ბატარეა.

რაც შეეხება ლეპტოპების მობილობას, ახალი მოდელები წინამორბედებთან შედარებით უფრო თხელი და მსუბუქია. ეკრანის პატარა ჩარჩოები მათ უფრო კომპაქტურს ხდის. თანაც გაუმჯობესებული ელემენტის წყალობით, მისი ნებისმიერ ადგილას წაღებაა შესაძლებელი.

ჭკვიანი დიზაინი ოფისებისთვის, რომლებიც სახლს ერწყმის

როგორც უკვე გითხარით, Dell “საშინაო ოფისების” შეუფერხებელ მუშაობას უზრუნველყოფს. წელს კომპანია OptiPlex 7090 Ultra და OptiPlex 3090 Ultra-ს წარმოებას იწყებს, რომელიც ტრადიციული დესკტოპის ერთგვარ მოქნილ ვარიანტს წარმოადგენს. ყველაფერი მასშია თავმოყრილი, რაც გამარტივებულ სამუშაო გარემოს იწვევს.

 

OptiPlex 7090 Ultra და OptiPlex 3090 Ultra Dell Unified Workspace-ისა და AI-აჩქარებული Dell Optimizer-ის მხარდაჭერას მოიცავს, რომელიც რეაგირებს ადამიანის მოქმედებაზე და სწავლობს, როგორია კონკრეტული მომხმარებლის მუშაობის პროცესი. შედეგად, ის ავტომატურად აუმჯობესებს პროგრამის მუშაობას.

ჭკვიანი გადაწყვეტილებები, განაწილებული სამუშაძალის უზრუნველსაყოფად

როგორც იცით, Dell Client Command Suite კომპანიის მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელიც მის მოწყობილობებს სრულად მომხმარებელზე მორგებულს ხდის. განახლებულ ლეპტოპებსა და კომპიუტერებშიც Dell Client Command Suite სხვადასხვა პროგრამების დაყენებას ამარტივებს, რაც დროისა და ძალისხმევის მნიშვნელოვან დაზოგავს გულსიხმობს. შესაბამისად, დისტანციურად მომუშავე გუნდებს შეუძლიათ, მარტივად მართონ პროგრამული და მიკროპროგრამული უზრუნველყოფა.

ასევე, Dell Power Manager საშუალებას აძლევს მომხმარებლებს მაქსიმალურად გაზარდონ სისტემის კვების ელემენტის ხანგრძლივობა. ამისათვის, მოწყობილობა ავტომატურად გვთავაზობს კვების ელემენტის შენარჩუნების გზებს იმის მიხედვით, თუ რა სჭირდება კონკრეტულ მომხმარებელს.

გარდა ამისა, კომპანიამ წარადგინა Dell Premier, მრავალ მოწყობილოაბზე მორგებული უსადენო კლავიატურა და მაუსი, რომელიც ერთი დატენვის შემდეგ 6 თვე მუშაობს.

მონიტორები ყველაზე პროდუქტიული ხედვისთვის

Dell-მა UltraSharp და P სერიის პროდუქტების სერია ახალი მონიტორების ამოქმედებით გააფართოვა. ისინი Dell Display Manager პროგრამით არის აღჭურვილი, რომელიც მართვის სრულყოფილი საშუალებებით ყოველდღიურ პროდუქტიულობას აძლიერებს, რაც ეკრანის ეფექტურ მართვას და რამდენიმე დავალების ერთდროულად შესრულებას გულისხმობს. ამას ხელს უწყობს პანორამული ხედი, გაფართოებული პერიფერიული ხედვა და ეკრანის სიღრმე – სწორედ ასეთ მონიტორს განეკუთვნება მოდელი Dell 34 Curved USB-C Monitor (P3421W). მონიტორზე ერთდროულად ორი ან მეტი გამოსახულების ხილვის შესაძლებლობა ძალიან კომფორტულია პროდუქტიული მუშაობისთვის.

ახალი მონიტორები C ტიპის USB კაბელების მხარდაჭერითაა წარმოდგენილი და მონაცემთა გადაცემის წარმოუდგენელ სიჩქარეს გვთავაზობს. ამასთან ერთად, როდესაც მომხმარებელი მობილურს დატენის, კომპიუტერის ელემენტი კვლავ სავსე იქნება და უწყვეტი პროდუქტიულობით განაგრძობს მუშაობას.  ასევე, რადგანაც კომპანია დიდ ყურადრებას აქცევს მაქსიმალურ კომფორტს, P სერიის მონიტორებს სასურველი კუთხით გადახრა, შემობრუნება და სიმაღლის შეცვლა შეუძლია.

ასევე, Dell-მა წარადგინა Dell 27 4K USB-C მონიტორი, რომელსაც 8 მილიონზე მეტი პიქსელი აქვს და სტანდარტულ FHD-ზე ოთხჯერ დიდი გარჩევადობა. ეკრანის ხედვის კუთხე 178 გრადუსია. პრემიუმ პლატინის ვერცხლის დეტალი და მცირე ბასა გაუმჯობესებულ საკაბელო მართვის სისტემას ავსებს.

რაც შეეხება Dell UltraSharp 24 USB-C Hub Monitor-ს (U2421E), ის ინოვაციური დიზაინითა და ტექნოლოგიით არის შექმნილი. იგი აღჭურვილია ComfortView Plus-ით, რომელიც ლურჯი ნათების შემცირებას უზრუნველყოფს. შეიძლება ითქვას, რომ კავშირის ფართო ვარიანტებით, როგორიცაა RJ45 და USB-C, ეს მონიტორი წარმოადგენს პროდუქტიულობის კერას.

Dell UltraSharp 34 Curved USB-C Hub Monitor-ს (U3421WE) კი 1900 რადიუსი ეკრანის გამრუდება აქვს, რაც უფრო ფართო ხედვის ველს ქმნის. ეს მონიტორი, უფრო კომფორტული ხედვისთვის, ერთგვარ ვიზუალურ ფოკუსს გვთავაზობს. პერიფერიული ხედვა წარმოუდგენელ სიღრმეს, სიგანესა და მოცულობითობას უწყობს ხელს.

Dell Technologies-ის შესახებ

Dell Technologies ბიზნესის უნიკალური ოჯახია, რომელიც ორგანიზაციებსა და ინდივიდებს ციფრული მომავლის შექმნასა და მუშაობის პროცესის, ცხოვრების გარდაქმნაში ეხმარება. კომპანია მომხმარებლებს ინდუსტრიის ფართო და ინოვაციურ არჩვენს აწვდის, ტექნოლოგიისა და სერვისების განვითარების თვალსაზრისით. Dell Technologies-ის ოჯახში შედის Dell, Dell EMC, Pivotal, RSA, Secureworks, Virtustream და VMware.

იყიდე ახალაშენებული ბინა და მიიღე საჩუქარი – „რაც გაგიხარდება“

არის თუ არა, ხელოვნური დამატკბობელი შაქარზე სასარგებლო და უსაფრთხო?