in

Dell Technologies ახალი ბიზნეს ლეპტოპებით მეტ მობილურობასა და საიმედოობას გვთავაზობს

Latitude და Vostro ბიზნეს ლეპტოპები გამოირჩევა გამძლეობით, უსაფრთხოობით და ხანგრძლივად მუშა ელემენტით

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ცხოვრების წესი და მუშაობის სტილი მკვეთრად შეიცვალა, რამაც ყველა სექტორის თანამშრომელზე იქონია გავლენა. მცირე, საშუალო და მსხვილი ბიზნესის ლიდერები უფრო სწრაფი ციფრული ფუნქციის აუცილებლობის წინაშე აღმოჩნდნენ, რათა დისტანციური მუშაობის შესაძლებლობა უზრუნველყონ. ამასთანავე, საზღვრების გახსნისა და მოგზაურობის გააქტიურების პარალელურად, მობილურობისა და საიმედოობის უზრუნველყოფა უფრო აქტუალური გახდა.

ამ მიზნით, Dell Technologies წარმოგიდგენთ Latitude და Vostro ბიზნეს ლეპტოპებს, რომლებიც გამოირჩევა გამძლეობით, უსაფრთხოობითა და ხანგრძლივად მუშა ელემენტით. ეს ის მახასიათებლებია, რომლებიც ყოველდღიური დავალებების შესრულებას გაცილებით კომფორტულს ხდის — როგორც ოფისში, ისე სახლსა და მოგზაურობის დროს.

მსუბუქი, მაგრამ ძლიერი

მთელი რიგი მოწყობილობების წარმოდგენით, რომლებიც ფუნქციონალურობით, უსაფრთხოებითა და გარემოსდაცვითი კეთილგანწყობით გამოირცევა, Dell Technologies-მა გააუმჯობესა სამუშაო პროცესი — ნებისმიერი სამუშაოს შესრულება ბევრად სწრაფად და უკეთესად შეგეძლებათ, ვიდრე აქამდე. ეს პრივილეგია უზრუნველყოფილია Latitude 5421 და Latitude 5521 ლეპტოპებით, რომლებიც Intel® H Series პროცესორებით არის აღჭურვილი. ეს უკანასკნელი გაცილებით სწრაფია, ვიდრე წინა მოდელები.

ეს უკანასკნელი გაცილებით სწრაფია, ვიდრე წინა მოდელები. მაგალითად, ახალი თაობის Intel® Core™ i5 პროცესორი ზოგიერთ ასპექტში ძველ, მაგრამ უფრო მოწინავე Intel® Core™ i7 პროცესორს აღემატება: ახალი თაობის Intel® Core™ i5 პროცესორი 128 გიგაბიტ ოპერატიულ მეხსიერებას უჭერს მხარს, აქვს ორი დამატებითი ბირთვი და ბევრად იაფია, ვიდრე წინა თაობის Intel® Core™ i7. ამრიგად, ეს ყველაფერი იმ მოხმარებლევისთვისაა განკუთვნილი, რომლებსაც შეუძლიათ, მოწყობილობის იმავე სიმძლავრით ისარგებლონ, მისი ყველაზე ძლიერი პაკეტის არჩევის გარეშე.

ცხადია, კმაყოფილები დარჩებიან მომხმარებლები, რომლებიც მაქსიმალურ სიმძლავრეს ანიჭებენ უპირატესობას. შემდეგი თაობის 8-ბირთვიანი Intel® Core™ i7 პროცესორის სპეციფიკაციები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, რაც საშუალებას აძლევს Latitude 5521-ს 4.8 გიგაჰერცამდე სიჩქარეს მიაღწიოს.

გაუმჯობესებული პროცესორი Latitude 5521-ს საშუალებას აძლევს, 4.8 გიგაჰერცამდე სიჩქარეს მიაღწიოს. განახლებადი 16 გიგიბატიანი ოპერატიული მეხსიერება და Intel® UHD Graphics ან NVIDIA® GeForce® MX450 გრაფიკა კი უზრუნველყოფს უწყვეტ ვიდეო კომუნიკაციას, მონაცემთა სწრაფ გადაცემასა და მედიის შეუჩერებელ გამოყენებას. ხოლო პროფესიული თვალსაზრისით, ონლაინ მომხმარებლები ლეპტოპში ჩაშენებულ 1920×1080 FHD კამერებს, 4 მიკროფონსა და მაღალი ხარისხის დინამიკებს მიიღებენ.

Latitude 5421 და Latitude 5521 ცნობილია შესანიშნავი გამტარუნარიანობით. კომპიუტერებს ჩაშენებული აქვს USB Type-C Thunderbolt 4 და USB-A 3.2 (Gen 1) პორტი, ბარათის წამკითხველი, HDMI 2.0 პორტი, RJ49 Ethernet პორტი, 3.5 მმ. აუდიო ჯეკი და SIM ბარათის სლოტები. უფრო მეტიც, Dell Mobile Connect თქვენი მოწყობილობის მობილურ ტელეფონთან დაკავშირებას გაადვილებს.

ხარისხიანი დისტანციური მუშაობისთვის, კომპანიამ Wi-Fi 6/Wi-Fi 6E დაკავშირების მოწყობილობაც დააინსტალირა. ასევე, საგულისხმოა ინოვაციური ExpressConnect ტექნოლოგია, რომელიც კომპიუტერს ყველაზე ძლიერ Wi-Fi-სთან აკავშირებს. გარდა ამისა, შეგიძლიათ 40%-მდე სწრაფ მონაცემთა გადაცემას მიაღწიოთ, შეამციროთ კავშირის შეფერხება, გაზარდოთ მონაცემთა გადაცემის საიმედოობა და დააჩქაროთ ელ.ფოსტის სინქრონიზაცია.

ისიც უნდა ითქვას, რომ აღნიშნული მოდელები უფრო მცირე ზომისაა და ბევრად მსუბუქია, ვიდრე მათი წინამორბედები. Latitude 5421-ს 14-დიუმიანი მონიტორი აქვს და მისი ინტეგრირება შესაძლებელია 15.6-დიუმიან, 400-ნიატიან სენსორულ ეკრანებთან, განსაკუთრებული პორტატულობისა და კომფორტისთვის. ორივე მოდელს აქვს ComfortView Plus ფუნქცია, რომელიც, ხანგრძლივი გამოყენებისას, თვალებს არ ღლის — ეკრანის აქტივობა მცირდება, მაგრამ არ აკნინებს გამოსახულების ხარისხს.

ამასთანავე, შეგიძლიათ, Latitude 5521 ბევრად უფრო დიდ 64 Wh ბატარეასთან დააკავშიროთ. სწრაფი დამუხტვისთვის კი ExpressCharge-ს 35%-მდე მისაღწევად სულ რაღაც 20 წუთი დასჭირდება.

აქცენტი გაკეთებულია უსაფრთხოებასა და მდგრადობაზე

როგორც ყოველდღიური სამუშაო რეჟიმი გვიჩვენებს, ყოველი ჩვენგანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია პორტატიული მოწყობილობების ხანგრძლივი, უწყვეტი მუშაობა. ორივე Latitude 5000 კომპიუტერში ამ მახასიათებელთან ერთად, მწარმოებელი ყურადღებას ამახვილებს უსაფრთხოებაზე — გამოიყენება კამერის ჩამკეტები, ხელოვნური ინტელექტის მქონე სისტემები მომხმარებელს საშუალებას აძლევს, მნიშვნელოვანი მონაცემები დაშიფრონ. ეს კი მათ დაჰაკვას უშლის ხელს. ამასთან, უსაფრთხოების დამატებითი ზომები გამოიყენება, როდესაც მომხმარებლის იდენტიფიცირება მისი ბიომეტრიული მონაცემების ხდება: კამერა ცნობს სახეს ან ინფრაწითელი კამერა თითის ანაბეჭდს ასკანერებს. დამატებით მექანიზმს წარმოადგენს პირადობის მოწმობით დაკავშირების შესაძლებლობა.

Latitude 5000 კომპიუტერები არა მხოლოდ გეხმარებათ უფრო სწრაფად და კომფორტულად იმუშაოთ, არამედ საშუალებას გაძლევთ, მდგრად განვითარებაშიც შეიტანოთ წვლილი — ისინი ნახშირბადის ბოჭკოებისა და ბიოპლასტიკისგანაა დამზადებული. ამრიგად, მოწყობილობის წარმოების მთელი პროცესი ხელს უწყობს ნახშირბადის ემისიების შემცირებას, რაც თითქმის 24.2 მილის გავლისას გამოყოფილ გამონაბოლქვს უტოლდება. ეს არის ელექტროენერგიის ის რაოდენობა, რომელიც წელიწადში 5 564 ოჯახისთვისაა საჭირო და ასევე, წყალი, რომელიც 226 ოპლიმპიური ზომის საცურაო აუზს აავსებს.

ფოკუსირება მცირე და საშუალო ბიზნესზე

საგულისხმოა, რომ Dell Technologies ყურადღებას ამახვილებს არა მხოლოდ მსხვილ, არამედ მცირე და საშუალო საწარმოებზეც. სწორედ ამისთვის შეიქმნა Vostro 5510 და Vostro 5515 ლეპტოპები. მართალია, ისინი არც თუ ისე ძლიერია, როგორც Latitude 5000 მოდელები, მაგრამ შექმნილია იმისათვის, რომ ბიზნესში ეფექტურად იმუშაოს.

მიუხედავად იმისა, რომ უახლესი კომპიუტერები უფრო იაფია, Intel® Core™ i5 პროცესორები, 8-გიგაბიტიანი ოპერატიული მეხსიერება, Intel® Iris® Xe Graphics ან NVIDIA® GeForce® MX450, ყველა ძირითადი პორტი სტანდარტულია Latitude კომპიუტერებისთვის. ასევე, მათ 1280×720 px FHD ეკრანები, მაღალი გარჩევადობა, კამერა ჩამკეტით, ორი მიკროფონი და ExpressCharge ბატარეის სწრაფი დატენვის ფუნქცია აქვს. გარდა ამისა, მონაცემთა დაშიფვრის სისტემები კომპიუტერში შენახულ მონაცემებს იცავს — თითის ანაბეჭდის სკანერი საშუალებას გაძლევთ, სწრაფად და უსაფრთხოდ დაუკავშირდეთ სამუშაოს. ამ სერიის მოწყობილობების ყველაზე დიდი განსხვავება არის ზომა: Vostro 5515-ს აქვს 15.6-დიუმიანი ეკრანი, ხოლო Vostro 5510-ს — 13, 14 ან 15-დიუმიანი ეკრანი.

Vostro 3515-ს შეიძლება ჰქონდეს AMD Ryzen™ 7 3700U მობილური პროცესორი, Radeon™ Vega 10 გრაფიკით და 1920×1080 პიქსელიანი FHD მონიტორი. ხოლო, Vostro 3510-ს — Intel® Core™ i3 პროცესორი (6MB ქეში, 4.1 გიგაჰერცამდე Intel® გრაფიკით), UHD საერთო ვიდეო მეხსიერებით და 15.6-დიუმიანი მაღალი გარჩევადობით (1366×768). თხევად-კრისტალური მონიტორი განათებულია LED-ის მეშვეობით. ამასთან, ეს ორი მონიტორი აღჭურვილია Dell ComfortView პროგრამული ტექნოლოგიით, რაც მავნე ცისფერი შუქის შემცირებას უწყობს ხელს.

მოკლედ რომ ვთქვათ, Dell Technologies-ის ლეპტოპების ეს ასორტიმენტი ყველა დასაქმებულს აძლევს პროდუქტიულობის მიღწევის, ახალი მენეჯმენტის, უსაფრთხოებისა და IT მხარდაჭერის საშუალებას.

შეგახსენებთ, რომ Dell Technologies, 2016 წელს Dell-ისა და EMC Corporation-ის შერწყმით შეიქმნა. ის წამყვანი პროვაიდერი გახდა ISG სეგმენტის მეშვეობით და კომპიუტერების, მონიტორების, პერიფერიული მოწყობილობების თუ CSG განყოფილების მეშვეობით. კომპანია ოპერირებს ისეთ ბრენდებს, როგორიცაა Dell, Dell EMC, Secureworks და Virtustream. იგი ფოკუსირებულია ტრადიციული ძირითადი სერვერებისა და კომპიუტერების განვითარებაზე, რათა ჰიბრიდულ-ღრუბლოვანი გარემოსთვის შესაბამისი პროდუქტები შექმნას. Dell Technologies-ის აქციები ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე იყიდება.

[პარტნიორის კონტენტი]

საიდან იწყება უსაფრთხოება და როგორ დავიცვათ თავი კიბერშეტევებისგან?

2022 წელს SpaceX კოსმოსში 52 რაკეტის გაშვებას გეგმავს!