in

”უფრო მარტივი და ეფექტურია, მიყიდო რეკლამა კმაყოფილ ადამიანს”

Delta Commercials  კომპანიებსა და ორგანიზაციებს ”ტოიოტას” ტაქსებში რეკლამის განთავსების სერვისს სთავაზობს. სალონში დამონტაჟებულ პლანშეტზე რგოლების საერთო რაოდენობა, თითო ჯერზე, დაახლოებით, 15 წუთია. ფასები კი 550 ლარიდან 2,700 ლარამდე მერყეობს.

დელტა

Delta Commercials   2013 წლის მაისში შეიქმნა. კომპანიის მარკეტინგის მენეჯერი საბა ჩხაიძე ამბობს, რომ სიახლე საქართველოში სარეკლამო ბაზარზე არსებული მრავალფეროვნების გამო შემოიტანეს. ”მსგავსი ტიპის რეკლამა გვხვდება ინგლისში, რუსეთში, ჩინეთში, აზერბაიჯანში და სხვა ქვეყნებში”.

რა ღირს  Delta Commercials-ში რეკლამის განთავსება? რგოლებსაც ამზადებთ თუ მხოლოდ მზა პროდუქტს ათავსებთ?

ჩვენთან ფასები 550 ლარიდან 2,700 ლარამდე მერყეობს. რგოლებს , ჯერჯერობით , არ ვაკეთებთ. კომპანიები გვიგზავნიან თავიანთ ვიდეოებს. გვაქვს სხვადასხვა სერვისი. ნებისმიერი პაკეტის შეძენის შემთხვევაში კომპანიას საჩუქრად გადაეცემა 200 ლარიანი ვაუჩერი, რომელსაც გამოიყენებს ტოიტას ტაქსის მომსახურებაში.

Delta Commercials-ი ვალდებულებას იღებს, რომ საწყის ეტაპზე, ვიდეო რგოლების წუთების რაოდენობა ჯამში არ გადააჭარბებს 15 წუთს. ამ დროის განმავლობაში კომპანიას შეუძლია იყიდოს მისთვის სასურველი პაკეტი და შეძენილი დრო გადაანაწილოს მისთვის სასურველ რამოდენიმე რეკლამაზე. თითოეული იქნება მინიმუმ 15 წამი.

გვაქვს განახლების სერვისი – კომაპნიას აქვს შესაძლებლობა მოწოდებული ვიდეო რგოლი შეცვალოს იმავე წამების რაოდენობის სხვა რგოლით ნებისმიერ დროს. (ყველა ტაქსში რეკლამის განახლება საჭიროებს მაქსიუმუმ 5 დღეს.) გრძელვადიანი თანამშრომლობის შემთხვევაში გვაქვს ბონუსები, რაც გულისხმობს დამატებით წამებს საჩუქრად (წამების რაოდენობა დამოკიდებულია შეძენილ პაკეტზე).

რამდენად პოპულარულია დამკვეთისთვის ასეთი რეკლამა?

“ბილაინი”, “კავკასუსი” და სხვა კომპანიები უკვე მზად არიან ჩვენთან თანამშრომლობისათვის, მიმდინარეობს მოლაპარაკება და სულ მალე იხილავთ მათ რეკლამას ჩვენს პლანშეტებში.

”მუშაობს” თუ არა ამ ტიპის რეკლამა და მიდის ყველა ის რეკლამა სამიზნე აუდიტორიამდე?

მგზავრი ავტომობილში ჩაჯდომისთანავე შეამჩნევს პლანშეტს, მისი ადგილმდებარეობის გამო. ხოლო საზურგეში განთავსებული დინამიკი უზრუნველყოფს რეკლამის მგზავრამდე 100% წვდომას.

ჩვენი პარტნიორი, Toyota   თანამშრომლობს აეროპორტთან და აქვს ექსკლუზიური უფლება მოემსახურონ მგზავრებს აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე, რაც ნიშნავს იმას, რომ ტურისტების 90% სარგებლობს ამ ტაქსით. საბოლოოდ, თვეში 50 000-მდე მგზავრი სარგებლობს მათი მომსახურებით.

დელტა2

ხომ არ გეგმავთ სხვა კომპანიის ტაქსებში (ან სხვა ტრანსპორტში) რეკლამის განთავსებას, სხვა სერვისების დამატებას?

გეგმაში გვაქვს, მაგრამ მოლაპარაკებები ჯერ არ მიმდინარეობს. ახლა ვსწავლობთ ბაზარს და შესაძლებელია, მოსახლეობისათვის აქტუალური რეკლამის ტიპის შეთავაზება.

რითი გამოირჩევა თქვენი რეკლამა სხვებისგან? რატომ უნდა შეაჩერონ კომპანიებმა არჩევანი Delta Commercials-ზე?

წყნარი გარემო, ერთი-ერთზე კონტაქტი, ხალხი ადვილად აღიქვამს რეკლამას. მიუხედავად იმისა, ადამიანი შეხედავს თუ არა ვიდეოს, მას მუდმივად ესმის რეკლამის ხმა. იმისთვის, რომ ტაბლეტი იყოს უფრო საინტერესო და თავიდან ავიცილოთ მუდმივი რეკლამებისგან ხალხის გაღიზიანება, ჩვენ სარეკლამო ვიდეო რგოლებს დავამატეთ გასართობი ვიდეოები. უფრო მარტივი და ეფექტურია, მიყიდო რეკლამა კმაყოფილ ადამიანს.

ალბათ, არსებობს ისეთი დეტალებიც, რაც აფერხებს უკეთესი შედეგის მიღებას?

ტაქსს არ აქვს ინტერნეტთან მუდმივი წვდომა.

სლოგანის ძალა – გიორგი მიქაია

რიჟა

McDonalds-ის პირველი ქართული რეკლამა