in

საკალათბურთო კლუბ ,,დელტა გურჯაანს“ განახლებული ვიზუალური სტილი აქვს

მიმდინარე სეზონზე ასპარეზობას საქართველოს სუპერლიგის 2019 წლის გამარჯვებული  „დელტა გურჯაანი“ ახალი ლოგოთი და იდენტობით გააგრძელებს. კლუბის ახალ ლოგოსა და სტილზე კრეატიულმა სააგენტო Brandit-მა იმუშავა. კლუბის განმარტებით, ახალი ვიზუალური იდენტობა საკლუბო საწელწოდების ცვლილებასთან დაკავშირებით შეიქმნა.

კლუბმა, დაარსებიდან სულ რაღაც 3 წელიწადში, მოიპოვა საქართველოს თასის ნახევარფინალისტობა, ქორქია-საკანდელიძის თასის ფინალისტობა და საქართველოს ეროვნული ჩემპიონატში – სუპერლიგაში გამარჯვება. ახლა კი, თანამშრომლობის ფარგლებში, სააგენტოს დავალება იყო უფრო ვიზუალური ბრენდინგისთვის მინიმალისტური გადაწყვეტა მოეძებნათ.

„დავალება ერთი შეხედვით რთული ჩანდა, რადგან სხვა საკალათბურთო კლუბების ლოგიებისგან განსხვავებით, გუნდის მენეჯმენტს უფრო მინიმალისტური გადაწყვეტა სურდა. ასეთმა მიდგომამ გაგვახარა, რადგან ჩვენ საყვარელი მიმდინარეობაა ლოგოზე მუშაობისას. საბოლოოდ, დავალებას ეფექტურად გავართვით თავი და სიმბოლოში კახეთის მზე, სხივები და ბურთი ჩავაინტეგრირეთ,“ – გიორგი ბახუტაშვილი, სააგენტო Brandit.

ვიზუალური სტილის განახლების პარალელურად, წელს, „დელტამ“ გურჯაანში საკალათბურთო აკადემია დააარსა. ვარჯიში 8-12 ასაკის ყველა მსურველს შეუძლია, გურჯაანის მუნიციპალიტეტიდან. აკადემიაში სწავლა უფასოა, რაც ინიციატორების თქმით, ხელს შეუწყობს რეგიონებში კალათბურთის გაცოცხლებასა და ახალი ტალანტების აღმოჩენას.

New Theory — ღვინის ბრენდის თანამედროვე ვიზუალური იდენტობა

როგორ ვიფიქროთ კარიერის შეცვლაზე სტრატეგიულად?