26
Mar
2014

„სწრაფად ცვალებადი და განვითარებადი ტექნოლოგიური გარემო თავისთავად ითხოვს ცვლილებებს“ – Delta Learning

26 Mar 2014

Startauperi
Startauperi


„Delta Learning“ კომპიუტერული ტექნოლოგიების სწავლებისა და სერტიფიცირების ცენტრია. აქვს 55–მდე სხვადასხვა კურსი და სწავლის საფასური.

Maka Shavgulidzeმაკა შავგულიძე („Delta Learning“-ის გენერალური დირექტორი): ის „Delta Holding”-ში შემავალი ერთ–ერთი კომპანიაა, რომელიც კომპიუტერული და პროფესიული განათლების გავრცელებისა და საინფორმაციო საზოგადოების განვითარების მიზნით 2008 წელს შეიქმნა.

ტექნოლოგიების სფეროში „Delta Learning“ სასწავლო კურსებისა და სასერთიფიკატო გამოცდების შემოთავაზების გზით პასუხობს პროფესიული, ბიზნეს, აკადემიური და ზოგადად ტექნოლოგიებით დაინტერესებული აუდიტორიის მოთხოვნას.

ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს ჩვენ ვუქმნით შესაძლებლობას საკმაოდ მცირე დროში (ჩვენთან კურსები 2 კვირიდან 3 თვემდე გრძელდება) 0-დან დაეუფლოს პროფესიას, ან გაიღრმაოს ცოდნა კონკრეტული მიმართულებით.

რა ისწვალება “Delta Learning”-ში?

მსმენელები იღებენ ინფორმაციას თანამედროვე ტექნოლოგიურ მიღწევებზე და ეუფლებიან შესაბამისი ინსტრუმენტებით სარგებლობის უნარ-ჩვევებს, რაც მათ საშუალებას აძლევთ, რომ პრაქტიკულად გამოიყენონ კურსის გავლის შედეგად მიღებული ცოდნა თავიანთ საქმიანობაში.

დღესდღეობით საკმაოდ მოთხოვნადია Cisco აპარატურასთან მუშაობაზე ორიენტრებული სასწავლო კურსები, ასევე Microsoft .NET-ის უახლესი ტექნოლოგიების შემსწავლელი კურსები. ამ კურსების ფარგლებში ისწავლება ვებ აპლიკაციების და დესკტოპ აპლიკაციების დაპროგრამების ტექნოლოგიები, ასევე მონაცემთა ბაზებზე ორიენტირებული დაპროგრამების ტექნოლოგია. ცალკე უნდა აღინიშნოს Microsoft SQL Server-ის შემსწავლელი კურსები: ამ მიმართულებით მოქმედებს SQL Server-ის ადმინისტრირების, დეველოპმენტის და რეპორტინგის კურსები, რომელთა გავლის შედეგად მსმენელს უყალიბდება მონაცემთა ბაზის მართვის სისტემასთან სამუშაოდ აუცილებელი უნარჩვევები, რაც მას გაუადვილებს SQL Server-ისგან განსხვავებულ მონაცემთა ბაზის მართვის სისტემასთან მუშაობის შესწავლასაც.

რა ღირს კურსები და რა ხანგრძლივობისაა ერთი კურსი?

„Delta Learning“-ში დღესდღეობით 55-მდე სასწავლო კურსია. სწავლება ხორციელდება პროგრამირების (Coder Plus), კომუნიკაციების (Cisco), სერვერის ტექნოლოგიების (Microsoft Server Technologies), მონაცემთა ბაზების ტექნოლოგიების (Microsoft Data Base Technologies), NET-ის ტექნოლოგიების (NET Software Technologies), ვებ დეველოპმენტის, გრაფიკის დიზაინისა და ანიმაციის, ვექტორული გრაფიკის, 1C (ERP) და სხვა მიმართულებებით. ყველა კურსს სხვადასხვა ხანგრძლივობა აქვს და ისინი საშუალოდ 2 კვირიდან 3 თვემდე გრძელდება. ღირებულებაც კურსების შესაბამისია და 240 ლარიდან 2600 ლარამდე მერყეობს.

რაც შეეხება აკადემიურ პერსონალს. . .

„Delta Learning“-ს ჰყავს უცხოელი და ადგილობრივი მაღალკვალიფიციური, სერთიფიცირებული ინსტრუქტორების გუნდი. მათ აქვთ ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და მენეჯმენტის წამყვან სფეროებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება.

რამდენად არის მოთხოვნა თქვენს კურსებზე?

მოგეხსენებათ, ჩვენ ტექნოლოგიების ეპოქაში ვცხოვრობთ. სწრაფად ცვალებადი და განვითარებადი ტექნოლოგიური გარემო თავისთავად ითხოვს ცვლილებებს და დროთა განმავლობაში გარკვეული ტექნოლოგიები ანაცვლებენ ერთმანეთს. დასაქმების ბაზარზეც სფეროს სპეციალისტებზე შესაბამისად დიდი მოთხოვნაა. ხოლო აღნიშნულ ბაზარს კადრების მუდმივი შევსება და განვითარება ესაჭიროება. შესაბამისად, სწავლებაზე მოთხოვნა მუდმივად არსებობს. ჩვენ ვქმნით როგორც ახალ პროდუქტებს, ასევე ვაკმაყოფილებთ მოთხოვნას იმ არსებული პროდუქტების მიმართ, რომელიც ჯერ კიდევ აქტუალური და მოთხოვნადია სფეროში.

დღეს მსგავსი სასწავლო კურსები ბევრია. ხშირ შემთხვევაში აკადემიური პერსონალიც ერთიდაიგივე. რითია გამორჩეული “Delta Learning” და რას სთავაზობს ისეთს, რისი მიღებაც სხვაგან არ არის შესაძლებელი?

საქმიანობა რომ დავიწყეთ, ბაზარზე 3-4 კომპანია არსებობდა, თუმცა როგორც მაშინ, ახლაც ვფიქრობ, ჩვენ ლიდერ პოზიციებს ვინარჩუნებთ. უპირველესად, აქცენტს გავაკეთებდი ჩვენს ინსტრუქტორებზე, რომლებიც ზრუნავენ ჩვენი სასწავლო კურსების დინამიურ განვითარებაზე. მათი ერთობლივი მუშაობის შედეგად კურსები რჩება თანამედროვე, პროგრესულ-პროფესიულ დისციპლინებად, რომელიც ფართო შესაძლებლობებს აძლევს მსმენელს პროფესიული განვითარებისათვის. შესაძლებელია საქმიანობის წარმატებად მივიჩნიოთ ჩვენი 1000-ზე მეტი კურსდამთავრებული, რომლებიც სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაციებში წამყვან პოზიციებზე მუშაობენ და დასაქმების ბაზარზე მოთხოვნად და სასურველ კადრებს წარმოადგენენ.

ჩვენს მიერ შემოთავაზებული საგანმანათლებლო მომსახურების ერთ–ერთ უპირატესობას ასევე წარმოადგენს ის საგანმანათლებლო მეთოდი, რაც თითოეული მსმენელის შესაძლებლობებისადმი ინდივიდუალურ მიდგომას გულისხმობს.

ასევე აღსანიშნავია „დელტა ლერნინგ“-ის მატერიალურ-ტექნიკურ ბაზა, კერძოდ კი აუდიტორიები, რომლებიც აღჭურვილია უახლესი ტექნიკით და პროგრამული უზრუნველყოფით.

განხილვა