„ინტერიერის დიზაინის შერჩევისას, როგორც წესი, ყველამ წინასწარ იცის, როგორი იატაკი სურს მისაღებში, წარმოდგენილი აქვს ლამინატი, ფილა და მათი ფერები, სააბაზანოში კაფელის, მეტლახის, საშხაპე კაბინისა და სხვა აქსესუარების ვიზუალური მახასიათებლები. თუმცა, როდესაც უშუალოდ მასალების ყიდვაზე მიდგება საქმე, აღმოჩნდება, მრავალფეროვანი არჩევანის მიუხედავად, მომხმარებელს ბევრ კომპრომისზე უწევს წასვლა – ისეთი არ გამოდის როგორიც წარმოედგინა, ან ხარისხთან და ფასთან დაკავშირებით უჩნდება კითხვის ნიშნები“, – ამბობს „გალერეა დემასის“ მარკეტინგის მენეჯერი მიხეილ რაზმაძე.
[embedyt] https://www.youtube.com/watch?v=d2nx5Eqths8[/embedyt].
მისვე თქმით, სწორედ მომხმარებლისთვის დისკომფორტისა და არსებული გამოწვევების თავიდან ასაცილებლად, კომპანიამ მაღაზიის ინტერიერის სრულად განახლება გადაწყვიტა:
„განვახორციელეთ მომხმარებელზე ორიენტირებული ცვლილებები, გავაფართოეთ და მთლიანად განვაახლეთ „შოურუმი“. ჩვენი, CRM- ის (consumer relationship management) ფარგლებში ჩატარებული კვლევებით, აქტუალური პრობლემაა, როდესაც წარმოდგენილი სურათის შემდეგ, მომხმარებელი ყიდულობს მასალას და შემდეგ აღმოაჩენს, რომ ისეთი არ გამოვიდა, როგორიც ჩაიფიქრა. ეს მდგომარეობა სტრესული და დამთრგუნველია, სახლი კი არის ის ადგილი, სადაც არ უნდა არსებობდეს დისკომფორტის არანაირი ზონა, მით უმეტეს, რემონტის, სიახლის ეიფორიის შემდეგ. სწორედ ამ იდეით შთაგონებულებმა გავაკეთეთ ახალი „შოურუმი“, სადაც ინსტალაციები ისეა მოწყობილი, რომ მომხმარებელმა ზუსტად ნახოს, როგორი გამოვა მისი სააბაზანო, თუ სხვა ოთახი ზუსტად იმ მასალით, რომელსაც შეიძენს. ეს ძალიან კომფორტული და პრაქტიკულია, ზოგავს ძალიან დიდ დროს, ენერგიას და რაც მთავარია, ფინანსურ რესურსს. მომხმარებელი კმაყოფილია და სიამოვნებს ჩვენს პროდუქციასთან ერთად ცხოვრება. ეს კი ის მდგომარეობაა, რაზეც ჩვენ მრავალწლიანი გამოცდილებით ვზრუნავთ“.
მიხელ რაზმაძე ამბობს, რომ „გალერეა დემასის“ „შოურუმში“ არის სატესტო დანადგარებიც, რომელთა პრაქტიკულად გამოცდაც აუცილებელია.
მაგალითად, საშხაპე ყურმილების შემთხვევა, რომელიც თუ არ გამოსცადე ვერ მიხვდები, რომ აუცილებლად გჭირდება. რთული და დამღლელი სამუშაო დღის შემდეგ, არაფერი ისე არ გავსებს ენერგიით, როგორც შხაპი. თუ საშხაპე ყურმილს დამატებით შეუძლია მასაჟის ფუნქციაც შეასრულოს (და შეცვალოს ხშირ შემთხვევაში ძვირადღირებული მასაჟისტის მომსახურება, რომელიც თავის მხრივ მოითხოვს დამატებით დროსაც), მაშინ ეს პროცედურა ნამდვილ სიამოვნებად იქცევა. მით უმეტეს, როდესაც ასეთი საშხაპე ყურმილის შექმნაში ექიმები არიან ჩართულები. გარდა რელაქსაციური ან გამამხნევებელი მასაჟისა, მათი ერთ-ერთი გამორჩეული ფუნქცია წყლის ნაკადთან ჰაერის შეზავებაა. შედეგად, ვიღებთ ნამდვილ „ტროპიკული წვიმის“ ეფექტს. აღსანიშნავია, რომ სწორედ ეს (Raindance – Airpower) ტექნოლოგია გვაძლევს წყლის ხარჯის დაზოგვის საშუალებას“.
მიხეილ რაზმაძის თქმით, მნიშვნელოვანია, რემონტის პროცესში, მომხმარებელმა ინტერიერის დიზაინის თანამედროვე ტენდენციები გაითვალისწინოს.
„მაღაზიაში წარმოდგენილი პროდუქცია, პირდაპირ ევროპული გამოფენებიდან ხვდება ჩვენს „შოურუმში“.ეს არც ერთ შემთხვევაში არ ნიშნავს იმას, რომ ფასი არარეალური და კოლოსალურია. ხარისხთან და ვიზუალთან მიმართებაში მრავალწლიანი გამოცდილება გვიჩვენებს, რამდენად კმაყოფილი მომხმარებლები გვყავს ამ მიმართულებით“.
[R]